სერგო რატიანი: პროპუტინისტური პარტიისა და „ოცნების“ ალიანსი გრძელდება

„პრო-პუტინისტური პარტიისა და“ ოცნების“ ალიანსი გრძელდება“-ასე აფასებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, სერგო რატიანი „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის პოსტზე ირაკლი კობახიძის კანდიდატურის წარდგენას.

მისი თქმით ეს ფაქტი ადასტურებს ვიცე-პრემიერ, კახა კალაძის კლანის გაძლიერებას და ნინო ბურჯანაძის „დემოკრატიულ მოძრაობასა“ და მმართველ გუნდს შორის კავშირების გამყარებას.

„ამას ვხედავთ სამინისტროების მაგალითზე – თავდაცვის, ჯანდაცვის, რეგიონული განვითარების სამინისტრო, ასევე აფხაზეთის უზენაესი საბჭო. ეს ტენდენცია არის სახეზე. როგორც ჩანს, „ქართული ოცნება“ უფრო აქეთკენ იხრება. გამომდინარე აქედან, სრულიად არაადეკვატურ პოლიტიკას სთავაზობენ საზოგადოებას,“ – განაცხადა სერგო რატიანმა.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე: დღეს მთელი ქვეყანა განიწმინდება
შემდეგი სტატიაქართველმა ჯარისკაცებმა ავღანეთში ნათლისღება აღნიშნეს