სერგო რატიანი: მთავრობის დასწრება აუცილებელია

ქართველი ხალხი გააპროტეტსტებს ამ ვითარებას

საპარლამენტო უმცირესობა პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლაზე მთავრობის დასწრებას აუცილებლად მიიჩნევს.

ნაციონალური მოძრაობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ მთავრობა უნდა მივიდეს პარლამენტში, რათა ქვეყანაში არსებული პრობლემების შესახებ მოისმინოს.

სერგო რატიანი ასევე ფიქრობს, რომ პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ დებატების გამართვა აუცილებელია.

პარლამენტის ფრაქცია თავისუფალი დემოკრატების წევრი გიორგი ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ პარლამენტში მინისტრების მისვლა აუცილებელია, რადგან ისინი მხოლოდ “ღარიბაშვილის კაბინეტის მინისტრები არ არიან.”

საქართველოს პრეზიდენტი დეპუტატების წინაშე 31 მარტს წარდგება.

banner
წინა სტატიაშინემცოვის მკვლელობის შესაძლო ორგანიზატორის ვინაობა დადგენილია
შემდეგი სტატიადამტვრეული ავეჯი და ფიზიკური დაპირისპირება– რას აპროსტესტებენ დევნილები?