სერგო რატიანი: ეს არის ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის დაკვეთა

მეამაყება, რომ ჩემი კონკურენტი გიორგი ვაშაძე იყო

ტელეკომპანია იმედში განვითარებულ მოვლენებს ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში ეხმაურებიან.

საპარლამენტო ოპოიციაში ფიქრობენ, რომ ხელისუფლება მედიასაშუალებების გაკონტროლებას ხელისუფლება ცდილობს. სერგო რატიანის განცხადებით ტელეკომპანია იმედში ინგა გრიგოლიას გადაცემების დახურვა პირადად ბიძინა ივანიშვილის მითითებით მოხდა.

“სხვა მაუწყებელზე სადებატო სივრცის გაქრობა ნიშნავს იმას, რომ ივანიშვილს გადაწყვეტილი აქვს ამ ხერხით შეინარჩუნოს ძალაუფლება, მდგომარეობის გამოსწორება, ეკონომიკის კრიზისიდან გამოყვანა მას არ შეუძლია. შესაბამისად ის ფიქრობს, რომ სიტყვის თავისუფლების ჩახშობის ხერხით მიაღწევს რამეს. ეს ერთმნიშვნელოვნად ივანიშვილის დაკვეთააა,”- ამბობს სერგო რატიანი.

banner
წინა სტატიაშიია ანთაძე: ეს იყო პოლიტიკური მოტივი
შემდეგი სტატიარუსეთმა ისრაელს ფაქტობრივად ომი გამოუცხადა