სერგეი ლავროვმა ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა მიუნხენის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ვაშინგტონი უკრაინის კრიზისის გამწვავებაში დაადანაშაულა. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება.
“ყველა ეტაპზე ვაშინგტონი დგამს ისეთ ნაბიჯებს, რაც უკრაინის კრიზისის მხოლოდ გამწვავებას უწყობს ხელს”, – აღნიშნა ლავროვმა.
მისივე თქმით, კიევისთვის სამხედრო იარაღის მიწოდებაზე ევროპელი ლიდერების უარყოფითი დამოკიდებულება იმედის მომცემია რუსეთისთვის. მისივე თქმით, რუსეთი ყოველთვის მომხრე იყო უკრაინაში სამშვიდობო პროცესების დაწყების.
რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა ევროპის უსაფრთხოებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ აშშ-მა და ევროპამ ერთ კითხვას უნდა უპასუხონ, კერძოდ, ევროპის უსაფრთხოების შენარჩუნებას ისინი რუსეთთან ერთად აპირებენ თუ რუსეთის გარეშე.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი რუსეთის დაპყრობის გეგმაზე საუბრობს
შემდეგი სტატია“ზვიად გამსახურდიას არ ჰქონდა სიცოცხლის უფლება?”