სერგეი ლავროვი: დადგა დრო ყარაბახის პრობლემის მოგვარებისა…

დადგა დრო ყარაბახის პრობლემის მოგვარებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ინტენსიფიკაციისა, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა აზერბაიჯანელ კოლეგასთან ელმარ მამედიაროვთან საუბრისას… იტყობინება აზერბაიჯანული მედია.

,,გვაქვს საფუძველი ვივარაუდოთ, რომ დადგა დრო ყარაბახის პრობლემის დარეგულირებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებების ინტენსიფიცირება დავიწყოთ… თუ გავითვალისწინებთ საერთო განწყობას და რეზულტატისკენ მიზანსწრაფვას მხარეებისა, ჩვენ შეგვიძლია პროგრესი ვუზრუნველყოთ,, განაცხადა ლავროვმა.

თავის მხრივ მამედიაროვმაც გამოთქვა იმედი რომ კონფლიქტი დარეგულირდება… ,,ირანის ბირთვულ პროგრამასთან განხორციელებულმა  მოლაპარაკებებმა იმედი გააჩინა, რომ ყარაბახის პრობლემაც შეიძლება მოგვარდეს… ეს საკითხები ახლა ისეთ რელსებზე დგას, რომ სწრაფ გარღვევას უნდა ველოდოთ,, განაცხადა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

 

banner
წინა სტატიაშიGermanwings-ის კატასტროფის მსხვერპლთა ოჯახებმა თითოზე 200 ათასი ევრო კომპანსაცია მოითხოვეს
შემდეგი სტატიაფიფას ყოფილი პრეზიდენტი 10 მილიონი გირაოთი გამოუშვეს