სერგეი ივანოვმა ნატოსთან ომს თვითმკვლელობა უწოდა

კრემლის  ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა სერგეი ივანოვმა ,,ფაინეიშენელ თაიმსისათვის,, მიცემულ ინტერვიუში მნიშვნელოვანი განცხადებბები გააკეთა, სადაც ნატოსთან ომს თვითმკვლელობა უწოდა…

,,ჩვენ, რაშიც გინდა გვადანაშაულებენ, თუმცა ჩვენ ვრჩებით ჩვენს ძველ საზღვრებში, ხოლო ნატო წლითი წლობით ფართოვდება და გვიახლოვდება… ჩვენ გვესმის განცხადებები, რომ აქ მძლავრი იარღი უნდა განათავსონ, რაც 1997 წლის კონვენციით აკრძალულია, არაფერს ვამბობ ნატოს მიერ ჩვენთვის მოცემულ პირობაზე, რომ ის საერთოდ არ გაფართოვდებოდა,, განაცხადა ივანოვმა.

ივანოვის აზრით, აღმოსავლეთ ევროპაში ნატოს გაძლიერებით გამოწვეული საფრთხეები ხელს უშლის რუსეთს რეფორმების გატარებაში… ,,თუ ჩვენს მიმართ ეს რადიკალურობები არ იქნება, ქვეყანა გადაერთვება ისეთ სფეროებზე, როგორიცა ეკონომიკა, ტრანსპორტი,  ეკოლოგია და ცხოვრების დონე. ეს ნორმალურია და ასე ცხოვრობენ ყველა ნორმალურ ქვეყანაში,, განაცხადა ივანოვმა, რომელმაც ასევე აღნიშნა, რომ ბალტიისპირეთის რესპუბლიკების განცხადებები, რომ რუსეთს სურს ამ ქვეყნებზე თავდასხმა,  უსაფუძვლოა და ,,ფსიქიური აშლილობის,, გამოვლინება…

,,ლაპარაკი იმაზე, რომ რუსები დაესხმებიან ბალტიისპირებელს, არის ფსიქიური აშლილობა. ჩვენი სამხედრო ბიუჯეტი რომ შევადაროთ ნატოს ბიუჯეტს, ეს სპილოს შედარებას გავს კოღოსთან… და ჩვენც რაში გვჭირდება ეს ომი?! თქვენ რა… სერიოზულად გგონიათ, რომ ჩვენ ნატოსთან ომს ვაპირებთ?! ჩვენ თვითკვლელები ხომ არ ვართ?!,, განუცხადა სერგეი ივანოვმა ,,ფაინეშენელ თაიმსის,, კორესპოდენტს.

banner
წინა სტატიაშიმილიარდი ევრო დ 500 მილიონი დოლარი მოიხსნა საბანკო ანგარიშებიდან
შემდეგი სტატიაშალვა ნათელაშვილი–”რამდენ ვერცხლად გაყიდეს იუდას უჯიშო მემკვიდრეებმა საკუთარი პარტია”