სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი – საგარეო საქმეთა მინისტრი?

სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი - საგარეო საქმეთა მინისტრი?

სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი - საგარეო საქმეთა მინისტრი?ოქტომბერში „ოცნების“ მთავრობაში ახალი კარუსელი დატრიალდება?!

კულუარებში გათვითცნობიერებულ ადამიანებს თუ დავუჯერებთ, შემოდგომაზე მარტო საქართველოს მთავრობაში კი არა, მმართველ გუნდშიც დიდი გადაადგლებები იქნება. ინკოგნიტო რესპოდენტები იმასაც ამბობენ, რომ ცვლილებები 2016 წლის არჩევნებამდე არ იგეგმებოდა, მაგრამ 13 ივნისის ტრაგედიამ სცენარი შეცვალა.

„მას შემდეგ, რაც მინისტრთა კაბინეტში ახალი სახეები გამოჩნდნენ, თინა ხიდაშელს, გიგლა აგულაშვილს, ნოდარ ჯავახიშვილსა და სპორტის მინისტრს ვგულისხმობ, შუშის სასახლეში გადაწყვიტეს, რომ სამთავრობო კარუსელი ერთი წლით „დაპაუზებულიყო“, მაგრამ 13 ივნისის წარღვნამ მმართველი ელიტა მიახვედრა, რომ ცვლილებები აუცლებელია. ახლა, ზოგი ხმას ყრის, რომ წყალდიდობის დროს გამოჩენილი აქტივობა კახა კალაძეს დაუფასდება და ვიცე-პრეიერობიდან  პრემიერის სავრძელში გადაინაცვლებს, მაგრამ დამიჯერეთ, ასე არ მოხდება. არ მკითხოთ, საიდან ვიცი, მაგრამ ძველი თემა ისევ გააქტურდა. იცით, რას ვგულისხმობ? – აი, ადრე დავით სერგეენოკოზე რომ თქვეს, პრემიერად ამზადებენო. მაშინ სერგეენკომ ეს შეთავაზება, მართლაც, მიიღო, მაგრამ უარი თქვა. მეტსაც გეტყვით, ერთი პერიოდი ჯანდაცვის მინისტრობიდან წასვლასაც აპირებდა, მაგრამ ექსპრმიერიმა დაარწმუნა, რომ ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ჰოდა, ახლაც ისევ სერგეენკოს „ეჩალიჩებიან“, რომ პრემიერ-მისტრობაზე დასთანხმდეს,“ – უყვება კულუარებში გავრცელებული ხმების შესახებ „თაიმერს“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

ასევე, კულუარებში ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამთავრობო ცვლილებები შემოდგომაზე, კერძოდ, ოქტომბერში აუცილებლად განხორციელდება. ეს ცნობა თავდაცვის მინისტრს, თინა ხიდაშელს, როგორც „თაიმერს“ უთხრეს, ერთ-ერთ დახურულ შეხვედრაზე, პრინციპში, დაუდასტურებია.

სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი - საგარეო საქმეთა მინისტრი?

„ზუსტად არ ვიცი, რომ  ორი თუ სამი კვირის წინ, ხიდაშელი ბათუმში იმ ადამიანებს შეხვდა, ვინც თავდაცვის თემატიკაზე მუშაობს, უფრო „ენჯეოშნიკებზეა“ ლაპარაკი.  ამ შეხვედრაზე თინას უთქვამს, ოქტომბერში დიდი ცვლილებების მოწმეები გახდებითო. ჩემი არხებიდან კი გავიგე, რომ შემოდგომაზე ხიდაშელს საგარე საქმეთა მინისტრად გადაყვანენ. თავდაცვისა და, ასევე, შსს-ს სათავეშიც „რესპუბლიკელები“ მოვლენ. საერთოდ, დღევანდელი მონაცემებით, კოალიციაში „პარადი“ „რესპებს“ მიყავთ, რასაც ღარიბაშვილის ფრთა ძალიან აპროტესტებს, მაგრამ ბიძინას ასე უნდა და წინააღმდეგობას ხომ ვერ გაუწევენ?

ისიც ვიცი, ივანიშვილი პრემიერს სულ აჩუმებს, როცა რამეს იტყვის. პრინციპში, ეს ახალი არ არის და ყოველთვის ასე იყო,“ – აღნიშნავს „თაიმერთან“ საუბრის დროს წყარო.

კულუარებში ყველაზე აქტიურად შსს-ს გაყოფის თემას განიხილავე და ამბობენ, რომ გარკვეული ბატალიები უშიშროების ახალი სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტის გამო გაიმართება.

სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი - საგარეო საქმეთა მინისტრი?

„უკვე ითქვა, რომ უშიშროების მინისტრად  მოქმედ პრემიერს მინდია ჯანელიძე უნდა, მაგრამ არა მგონია, ჯანელიძე მინისტრთა კბინეტის წევრი ერთხელ კიდევ გახდეს. როგორც მაქვს ინფორმაცია, ამ თანამდებობაზე შსს-ს მოქმედ მინისტრს, ვახტანგ გომელაურს გადაიყვანენ. შს მინისტრი კი რომელიმე „რესპუბლიკელი“ გახდება. ამ თანამდებობაზე შესაძებელია, გარემოს დაცვის მინისტრის კანდიდატურა დააყენონ. საერთოდ, გიგლა აგულაშვილს გარემოში კი არა, სოფლის მეურნეობაში უნდოდა წასვლა, მაგრამ თანაპარტიელებმა დაარწმუნეს, რომ ამ ეტაპზე ასე უკეთესია.

რაც შეეხება კახა კალაძეს, რამე რომ იყოს, პრემიერ-მინისტრობაზე უარს არც ის იტყვის, მაგრამ ბიძინა ერთ მდინარეში ორჯერ არ შედის – იმას ვგულისხმობ, რომ ერთი შვილობილი პრემიერად უკვე დანიშნა და მაინცდამაინც კმაყოფილი არ ჩანს. ახლა, რა გარანტია აქვს, რომ კალაძეც, პრემიერად რომ გაამწესოს, აბსოლუტურ დამოუკიდებელ თამაშს არ დაიწყებს, მით უემეტს, რომ ზოგიერთებისგან განსხვავებით, საზოგადოებამ „ოცნებით“ არ გაიცნო.

სერგეენკო პრემიერი, ხიდაშელი - საგარეო საქმეთა მინისტრი?

სხვათა შორის, კალაძის ერთ-ერთი პოლიტკური კონსულტანტი ზურაბ ნოღაიდელია. შეიძლება, ნოღაიდელი, როგორც პოლიტიკოსი, ვერასოდეს ბრყწინავდა, მაგრამ სამთავრობო ინტრიგების გამოცდილება აქვს, რაც კახას, როგორც სავარაუდო პრემიერის კანდიდატურას, დადებითად არ ახასიათებს,“ – გამოთქვამს ვარაუდს „თამერის“ ინკოგნიტო რესპოდენტი.

„თაიმერის“ წყარო ცვლილებებს პარტია „ქართულ ოცნებაშიც“ აანონსებს და ამბობს, რომ მთელი პარტიული სტრუქტურა იცვლება, ანუ რაიონებში პარტიის გენერლური მდივნის პოსტი შემოდის, რომელსაც გამმგებლებსა და და საკრებულოს თავმჯდომარეებზე მეტი გავლენა ექნება. წყაროს მონაცემებით, რაიონული გენმდივნებისთვის ისეთ კადრებს ეძებენ, რომლებსაც რეპუტაცია შელახული არ ექნებათ და თან, საჭიროების შემთხვევაში, ხმის აწევაც შეეძლებათ. ამასთან, როგორც წყარო ამბობს, ყველა რაიონული გენდმივანი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში იქნება ჩასმული.

ამ ეტაპზე კი „ოცნება“ ორი რაიონის – საგარეჯოსა და მარტვილის არჩევნებისთვის ემზადება, თუმცა 13 ივნისის ტრაგედიამ ეს სამზადისი შეაფერხა.

აღსანიშნავია, რომ საგარეჯო-მარტვილის კუთხით არც საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიცია აქტიურობს. როგორც ჩანს, ეს ორი რაიონი პოლიტიკური სპექტრისთვის „სასიცოცხლოდ აუცილებელი“ არ არის.

ნიკა მელიქიძე

banner
წინა სტატიაშიჟირინოვსკის აღმოჩენა (+18 VIDEO)
შემდეგი სტატიასამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულისთვის აზერბაიჯანის მოქალაქე დააკავეს