სეპარატისტები მარიუპოლს უმიზნებენ

Ukrainian soldiers stand guard at the airport as military personnel and staff meet Ukrainian President Petro Poroshenko in the southern coastal towმიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთ უკრაინაში დაპირისპირებული ძალები  ცეცხლის შეწყვეტის მზაობას ადასტურებენ, გლობალური მშვიდობის დაცვა არ ხერხდება და გარკვეულ რაიონებში მწვავე ბრძოლები ისევ მიმდინარეობს.

ანტიტერორისტულ ზონაში უკრაინის თავდაცვის უწყების წარმომადგენელის ანდრეი ლისენკოს განცხადებით. კონფლიქტის ზონაში გასული დღის განმავლობაში 1 უკრაინელი სამხედრომოსამსახურე გარდაიცვალა და 40 დაიჭრა. მისივე სიტყვებით,  გრძელდება სროლები დონეცკის ოლქის დასახლებულ პუნქტ იასინოვატსკში მდებარე უკრაინული ფორმირებების მისამართით.  თავდაცვის უწყების წარმომადგენელმა დაადასტურა ინფორმაცია დებალცევოდან გამოყვანილი ნაწილების სხვადასხვა მიმართულებით თავდაცვით პოზიციებზე გადაყვანის შესახებ. ,, ახლა ვღებულობთ ზომებს, რომ მარიუპოლის სექტორში გავამაგროთ თავდაცვითი ზღუდეები, რადგან გვაქვს დადასტურებული ინფორმაცია, რომ სეპარატისტების მხრიდან მიმდინარეობს მძიმე ტექნიკისა და დიდძალი ცოცხალი ძალების გადასროლა ამ ქალაქის მიმართულებით,, განაცხადა ლისენკომ უკრაინულ სააგენტოსთან საუბრისას.

სეპარატისტებს რომ მარიუპოლის დაკავების სურვილი აქვთ, ამას ადრეც ადასტურებდნენ უკრაინელი ექსპერტებიც… დებალცევოს აღებით კი, სეპარატისტებმა თავიანთ ორ თვითაღიარებულ რესპუბლიკას შორის  (დონეცკის და ლუგანსკის) სარკინიგზო მიმოსვლა აღადგინეს და ახლა სკმაოდ კარგი საშუალება აქვთ, სამხედრო ტექნიკისა და ცოცხალი ძალის სწრაფი გადაადგილების, რასაც პუტინის გეგმის მიხედვით ტერიტორიების გასაფართოებლად და ყირიმისკენ სახმელეთო კორიდორის გასაჭრელად გამოიყენებენ, გზად კი რეგიონის მესამე დიდი ქალაქი მარიუპოლი და ზაპოროჟიეს ოლქია, აცხადებენ ექსპერტები.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ტყემალაძე: უკვე ნამდვილად და არა ისე, სიტყვაზე უნდა მოხდეს ქამრების შემოჭერა
შემდეგი სტატიააჭარაში მოსალოდნელ რიგგარეშე არჩევნებს „ქართულ ოცნებაში“ არ განიხილავენ