სეპარატისტები მარიუპოლს უტევენ

საკმარისი არ გავაკეთე იმისთვის, რომ სისხლი არ დაღვრილიყო

უკრაინაში, ქალაქ მარიუპოლის მიმართულებით მასშტაბური ბრძოლები მიმდინარეობს… სეპარატისტებმა დღის მანძილზე 58 ჯერ დაარღვიე სამშვიდობო შეთანხმება, აცხადებს უკრაინული მედია.

უკრაინული მედიის ცნობით, სეპარატისტებმა ბრძოლაში ჩართეს ,,გრადები,, ჰაუბიცები და ნაღმტყორცნები… რომელთა ჭურვები მარიუპოლის შემოგარენში ეცემა… გააფრთებული ბრძოლები მიმდინარეოს დასახლებულ პუნქტ შიროკინოსთან…

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინული სამთავრობო ძალები, რომლებსაც ფრონტის ამ მონაკვეთზე პოლკ ,,აზოვისა,, და ბატალიონ ,,დონბასის,, მებრძოლები წარმოადგენენ, მედგრად იგერიებენ შეტევებს და  საბრძოლო პოზიციებზე  მტერს გარღვევის საშუალებას არ აძლევენ.

ამ მომენტისათვის ვრცელდება ინფორმაცია რამდენიმე დაჭრილ ჯარისკაცზე უკრაინელთა მხრიდან.

banner
წინა სტატიაშისაკუთარი მოქალაქეები მაინც დაიცავით თქვე უჯიშოებო – სარიშვილი ხელისუფლებას
შემდეგი სტატიასპორტის სამინისტროში ყოფილი მინისტრი თავის შემცვლელს დახვდება