სენაკში შუალედური არჩევნები დასრულდა

ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები განცხადებას ავრცელებენ

,,თაიმერის,, ინფორმაციით, სენაკის 64-ე ოლქის სოფელ ფოცხოს 34-ე და 35-ე უბნებში დღეს შუალედური არჩევნები გაიმართა, რომელმაც ექსცესებისა და სერიოზული დარღვევების გარეშე ჩაიარა.
არჩევნებში 950-მდე ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა… გამარჯვებულმა კანდიდატმა ქართული ოცნება – მრეწველებიდან, მალხაზ ტორჩინავამ – 473 ხმა მიიღო, ხოლო მეორე ადგილზე – 225 ხმით, მისი მოგვარე დამოუკიდებელი კანდდატი მამუკა ტორჩინავა გავიდა.
აღსანიშნავია, რომ ამ უბნებში შარშან არჩეული დეპუტატი კახა რუსია, რომელიც სენაკის საკრებულოს თავმჯდომარე გახდა, ქართულ ოცნებაში არსებული საკადრო დაპირისპირების შედეგად, ოცნების ზედა ეშელონებიდან იძულებული გახადეს პოსტი დაეტოვებინა და შეთავაზებულ გუბერნატორის მოადგილეობას დაჯერებულიყო. გავრცელებული ინფორმაციით, დღეს გამარჯვებული კანდოდატი, სწორედ კახა რუსიას პროტეჟე გახლავთ… ხოლო მეორე ადგილზე გასულ დამოუკიდებელ კანდიდატს, ქართული ოცნების ის ნაწილი უჭერდა მხარს, რომელსაც კახა რუსისთან საკადრო დაპირისპირებაში მყოფი სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძისა და სენაკის მაჯორიტარი გურამ მისაბიშვილის ტანდემი ხელმძღვანელობს.

banner
წინა სტატიაშიწულუკიანი: სულაც არ მითქვამს, რომ სააკაშვილის ექსტრადიციის საკითხი დღის წესრიგიდან მოიხსნება
შემდეგი სტატიაშუალედური არჩევნები “ქართულმა ოცნებამ” მოიგო