სენაკში ავღანეთის ომის მსხვერპლი დაასაფლავეს

j-0სენაკის რაიონის სოფელ მენჯში, ავღანეთში მიმდინარე სამშვიდობო ანტიტერორისტული ოპერაციის მსხვერპლი ქართველი სამხედრო მოსამსახურე დაკრძალეს…

ქართული არმიის კაპრალი რამაზ დავითაია 2012 წლის 20 ივნისს ავღანეთში დაიჭრა და მას შემდეგ თითქმის სამი წლის განმავლობაში მკურნალობის კურსს გადიოდა… მიუხედავად მედიკოსების ხანგრძლივი მცდელობისა, მისი ჭრილობა იმდენად მძიმე აღმოჩნდა, რომ სიცოცხლის გადარჩენა საბოლოოდ ვერ მოხერხდა.

j-2,,თაიმერის,, ინფორმაციით, დაკრძალვის ცერემონიალზე, ნათესავების, ახლობლების და თანამებრძოლების გარდა ხელისუფლების წარმომადგენლებიც იყვნენ მისული… ახალგაზრდა მეომარი უკანასკნელ გზაზე უშიშროების საბჭოს მდივანმა ირინა იმერლიშვილმა და აშშ-ს ელჩმა რიჩარდ ნორლანდმაც გააცილეს.

რიჩარდ ნორლანდმა გარდაცვლილის ოჯახს აშშ-ს ხელისუფლების სახელით, გარდაცვლილისადმი მიძღვნილი სამახსოვრო საჩუქარად ამერიკის დროშა გადასცა.

j-1აღსანიშნავია, რომ კაპრალ რამაზ დავითაიას დაკრძალვის ხარჯები სახელმწიფომ გაიღო.

banner
წინა სტატიაშივერეს ხეობაში სასწრაფო ევაკუაციაა გამოცხადდა
შემდეგი სტატიათბილისში დღეს ხანმოკლე წვიმა და ქარის შკვალური გაძლიერებაა მოსალოდნელი