სენაკის გამგებელი სოფლის პროგრამებს საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებისათვის იყენებს

სახელმწიფოს მიერ გამოყოფილ სოფლის დაფინანსების პროგრამას ზოგიერთ რაიონში ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი პოლიტიკური და ფინანსური ინტერესების განსახორციელებლად იყენებენ.
სენაკის სინამდვილეში… გასული წელს, სოფლის დახმარების პროგრამით გათვალისწინებული თანხების გახარჯვისათვის სოფლის რწმუნებულების მიერ მოწვეულ კრებებში, უმეტესობა სენაკის გამგებლის გოჩა დგებუაძის პოლიტიკური გუნდის მხარდამჭერები დაპატიჟეს და კრების გადაწყვეტილებით ისეთ პროექტებზე მოაწერინეს ხელი, რომლის განხორციელების შედეგად თავად ხელისუფლების მომხრეები დასაქმდნენ. ამას გარდა, ამ პროგრამით განხორციელდა ისეთი პროექტები, რომელიც სოფლის პროგრამით არ უნდა იყოს გათვალისწინებული, არამედ რაიონის ბიუჯეტიდან უნდა დაფინანსდეს… ასეთია მაგალითისთვის გზები და ხიდები, რომელიც მარტო კონკრეტულ სოფელს არ ემსახურება და რომელზეც სოფლისთვის გამოყოფილი მწირი დაფინანსება არ უნდა იხარჯებოდეს.
ფინანსური და პოლიტიკური სარგებლის მიღების კლასიკური მაგალითი სოფლის პროგრამასთან მიმართებაში, სენაკის გამგებელმა გოჩა დგებუაძემ, შარშან სენაკის რაიონის სოფელ ეკში აჩვენა… როცა მოსახლეობას, გამოყოფილი თანხა დიდი ხნის აუმუშავებელი საბავშვო ბაღის გარემონტებისთვის დაახარჯვინეს… ხოლო სამუშაოები სენაკის გამგებლის მიერ ლობირებულ და მასთან ფინასურ კავშირში არაერთხელ დადანაშაულებულ ინდმეწარმე პაატა გოგიშვილს შეასრულებინეს… თან უხარისხოდ. ამას გარდა, სენაკის გამგებელმა საბავშვო ბაღის თემა ადგილობრივ არჩევნებში პოლიტიკურადაც გამოიყენა… სოფელში ,,ოცნების,, დეპუტატობის კანდიდატისა და რწმუნებულის მეშვეობით, გამგებლად საკუთარი კანდიდატურის მხარდასაჭერად, იმ მომენტისათვის რემონტირებად საბავშვო ბაღში დირექტორისა და თანამშრომლების დანიშვნაში მხარდაჭერის სანაცვლოდ, ათამდე ოჯახიდან აიღო ხმები. საბავშვო ბაღის გახსნის შედეგად, დირექტორად და სხვა მნიშვნელოვან თანამდებობებზე დანიშნული პირები, სწორედ დგებუაძისა და ,,ქართული ოცნების აქტივისტები აღმოჩნდნენ.
იგივე გრძელდება წელსაც, სოფლის პროგრამებთან დაკავშირებული მოსახლეობის შეკრებები ტარდება ისე, რომ წინასწარ მხოლოდ ადგილობრივი ხელისუფლების მომხრეებს აფრთხილებენ, რათა იქ განსხვავებული აზრის მქონე ადამიანებმა, გამოყოფილი თანხის წინასწარ გამიზნული, მათთვის სასურველი პროექტების განხორციელებაში არ შეუშალონ ხელი… რაზედაც მოსახლოება უკმაყოფილებას გამოხატავს.
რაც შეეხება, სოფლის რწმუნებულებს, სენაკის გამგებლის მიერ დანიშნული რწმუნებულების უმეტესობის განათლების დონე ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს… ზოგიერთ მათგანს მოსახლეობისთვის, გამართული ქართულით დაწერილი ცნობის გაცემაც არ შეუძლია.. არაფერს ვამბობთ იმაზე, რომ უმეტესობამ კომპიუტერთან მუშაობა არ იცის და ელექტრონული ფოსტაც კი არააქვთ. გარდა ამისა, სენაკის რაიონის სოფლებს ეკსა და თეკლათს, რწმუნებულად ჰყავს პირები, რომლებმაც ატესტაცია ვერ გაიარეს… თუ რატომ არ უშვებს რაიონის გამგებელი მათ სამსახურიდან ამაზე პასუხი ამ სოფლების მოსახლეობას არააქვს. ,,თაიმერისთვის,, სარწმუნო წყაროდან მიწოდებული ინფორმაციით, რაიონის განმგებელი პირად საუბრებში, ამ ორი სოფლის რწუნებულების არ მოხსნის მიზეზად, კრიმინალური ავტორიტეტების მხრიდან ზეწოლას ასახელებს.
სპეციალურად ,,თაიმერისთვის,,
კახაბერ ადამია

banner
წინა სტატიაშიგენიოსის სახლი ,,საოცნებო,, ქვეყანაში
შემდეგი სტატიადროა სავალუტო კავშირზე ვიფიქროთ – აცხადებს პუტინი