სევდია უგრეხელიძის ინფორმაციით, სასამართლომ მერიის ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი თანამდებობაზე აღადგინა

“ნაციონალური მოძრაობის” წევრების ინფორმაციით, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილი უფროსი დავით ჭედია თბილისის მერმა თანამდებობაზე აღადგინა. თბილისის მერიაში მთავრობის სხდომა დასრულდა.

სხდომის დასრულების შემდეგ თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ სევდია უგრეხელიძემ დავით ჭედიას თანამდებობაზე აღდგენასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. “სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების საფუძველზე დავით ჭედიას თანამდებობაზე ადგენა მოხდა. იგი ქონების მართვის სააგენტოს უფროსი იყო. მას ბრალი უკანონოდ ჰქონდა წარდგენილი. სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, იგი თანამდებობაზე აღადგინეს”, – დასძინა სევდია უგრეხელიძემ. დავით ჭედიას ბრალად უფლებამოსილების გადამეტება ედებოდა. იგი თანამდებობიდან 2014 წლის ივლისში გაათავისუფლეს. დავით ჭედიას თანამდებობაზე აღდგენის გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. დაახლოებით ორი კვირის წინ, ქონების მართვის სააგენტოს ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი გაგოშიძემ საკუთარი განცხადების საფუძველზე თანამდებობა დატოვა.

banner
წინა სტატიაშიპროკურორი მიიჩნევს, რომ ”კაბელების საქმეზე” ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საფუძველი არ არსებობს
შემდეგი სტატიალევან ყიფინი თანამდებობის დატოვებას არ აპირებს