საჯარო რეესტრის მსოფლიო ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშს აფასებს

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, “Doing Business 2016”-ის ანგარიშის მიხედვით ამ რეიტინგში საქართველომ წელს მე-6 ადგილზე გადაინაცვლა.
“2016 წლის ,,Doing Business”-ის შეფასებით, კონტრაქტების აღსრულების გამარტივების კუთხით გატარებული რეფორმა საქართველოში განხორციელებულ ორ მნიშვნელოვან რეფორმას შორის მოხვდა. მსოფლიო რეიტინგში ბიზნესის რეგისტრაციის სფეროს შეფასების კრიტერიუმები სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობას, რეგისტრაციისათვის საჭირო დროსა და ხარჯებს უკავშირდება. საჯარო რეესტრში განხორციელებულმა რეფორმებმა რეიტინგის შეფასების ყველა კომპონენტი მოიცვა: სარეგისტრაციო პროცედურების რაოდენობა და რეგისტრაციისათვის საჭირო დრო მინიმუმამდე შემცირდა; მომსახურება ერთი სარკმლის პრინციპით ხორციელდება და მომხმარებელს ურთიერთობა უწევს მხოლოდ ერთ ოპერატორთან; ბიზნესის რეგისტრაცია რამდენიმე საათშია შესაძლებელი”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, Doing Business-ის რეიტინგის მიზნებისათვის ქვეყნების შეფასების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კრიტერიუმს წარმოადგენს ის, თუ რა ხარისხით არის დაცული მცირე წილის მქონე პარტნიორთა/აქციონერთა (მინორიტარ აქციონერთა) უფლებები და ინტერესები.
“მათ შორის ფასდება ინტერესთა კონფლიქტის რეგულირების ხარისხი, უფლებებისა და ინტერესების დაცვის სამართლებრივი სტანდარტები და სხვა. ამ თვალსაზრისით ქვეყანაში მიმდინარე დადებითი ტენდენციების წყალობით საქართველომ პოზიტიური შეფასება დაიმსახურა გასულ წლებთან შედარებით და თუკი გასულ წელს საქართველოს ადგილი ამ მიმართულებით იყო 43-ე, ამჟამად საქართველო მსოფლიოს მასშტაბით მე-20 ქვეყანაა, რაც უპრეცედენტოდ მაღალი შეფასებაა ამ კრიტერიუმის მიხედვით”, – ნათქვამია განცხადებაში.
საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კვლევის თანახმად, დღეს ასევე ბევრად უფრო მოქნილი და თანმიმდევრულია აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობა, რაც გადახდისუუნარობის კომპონენტში გაუმჯობესებულ მაჩვენებლებზე აისახა. კერძოდ, გადახდისუუნარობის საქმის წარმოება – გაუმჯობესდა 4 პოზიციით და 101-ე ადგილზე გადმოინაცვლა 122-ე ადგილიდან. ქულა გაუმჯობესებულია 39.60-დან 40.24-მდე.
“დღეს, “გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად: პირველ ეტაპზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის შემთხვევაში სასამართლოს გადაწყვეტილებით იწყება გადახდისუუნარობის (გაკოტრების ან რეაბილიტაციის) საქმის წარმოება და ინიშნება მეურვე (გაკოტრების მმართველი ან რეაბილიტაციის მმართველი). აღნიშნული რეგისტრირდება საჯარო რეესტრში 1 სამუშაო დღის ვადაში საფასურის გარეშე. მეორე ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე საჯარო რეესტრში რეგისტრირდება სუბიექტის რეაბილიტაციის შემთხვევაში ცვლილების რეგისტრაცია (1 სამუშაო დღის ვადაში – 100 ლარი, იმავე დღეს – 200 ლარი), ხოლო სუბიექტის გაკოტრების შემთხვევაში – რეგისტრაციის გაუქმება 1 სამუშაო დღის ვადაში უფასოა”, – ნათქვამია განცხადებაში.
განცხადების თანახმად, საქართველოს მთავრობა აქტიურად მუშაობს ბიზნეს გარემოს გასაუმჯობესებლად საჭირო რეფორმებზე, რაც ასევე აისახება “Doing Business”-ის რეიტინგზე: დამატებით მომზადებულია გადახდისუუნარობის საქმის წარმოების შესახებ კანონში ცვლილებების პროექტი, რომელიც უკვე განხილულია ბიზნესწრეების წარმომადგენლებთან და პრაქტიკოს იურისტებთან. მზადების პროცესშია ცვლილებები მეწარმეთა შესახებ კანონში.
“Doing Business”-ის მეთოდოლოგია, რომელმაც განიცადა ცვლილებები უფრო სიღრმისეულად აფასებს ქვეყნების მდგომარეობას და არ შემოიფარგლება მხოლოდ პროცედურების თუ სხვა მაჩვენებლების რაოდენობითა თუ ღირებულებით, არამედ აფასებს რეგულაციების ხარისხსაც. ხარისხზე უფრო მეტი აქცენტის გაკეთების ტენდენციის პირველი ნიშნები “Doing Business”-ის მეთოდოლოგიაში ჯერ კიდევ შარშან გამოჩნდა. აღსანიშნავია, რომ შარშან დაწყებული მეთოდოლოგიის ცვლილება წელსაც გაგრძელდა და მომავალ წელსაც იგეგმება მასში გარკვეული ცვლილებების შეტანა. ამგვარი მიდგომა კი პირდაპირ ეპასუხება ქვეყნის შიგნით დასახულ პრიორიტეტებს – არა მხოლოდ სერვისის მიწოდების სისწრაფე უნდა იყოს მაღალი დონის, არამედ თავად სევისის ხარისხიც. ამ მხრივაც საქართველო მაგალითია არაერთი ქვეყნისთვის, რადგან უკვე მიღწეული შედეგების მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნავს”, – ნათქვამია განცხადებაში.
ინფორმაციას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშიღარიბაშვილი და კოალიცია “ქართული ოცნება” “რ 2”-ზე თოფაძის განცხადებებს ემიჯნებიან
შემდეგი სტატიარუსეთში საქართველოდან ხორცპროდუქტების შეტანა იკრძალება