საჯარო მოხელე ქრთამის აღებისთვის დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების და სამსახურებრივი სიყალბის ფაქტზე სურსათის ეროვნული სააგენტოს შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ექიმი-ვეტერინარი, ზვიად ლოლაძე, დააკავეს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული გარკვეული თანხის სანაცვლოდ, კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევით, მოქალაქეებზე სისტემატურად გასცემდა ყალბ ვეტერინარულ მოწმობებს ისე, რომ რეალურად არ ამოწმებდა პროდუქციის ვარგისიანობას. შესაბამისად, გაურკვეველი წარმომავლობის შეუმოწმებელი ხორცპროდუქტები სარეალიზაციოდ ხვდებოდა სავაჭრო დახლებზე.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით და 341-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშიქობულეთში 30 აბი სუბოტექსი ამოიღეს
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს