სახლში დაბრუნების სურვილს სისტემატიურად გვიცამტვერებენ – აცხადებს ლტოლვილი დეპუტატი

ფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა

10593014_1462912557331595_6635450822867992043_nაფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა, სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქის,, საკუთარ გვერდზე წერს თავისი გულისტკივილის შესახებ აფხაზეთში მიმდინარე მოვლებებისადმი და ამ მოვლენებთან საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელობის უდარდელ დამოკიდებულებაზე სწუხს.

,,რუსული პოლიტიკის მაღალჩინოსნები ვერბალურ განცხადებებს აკეთებენ ე.წ. აფხაზეთის დამოუკიდებელ რესპუბლიკასთან საზღვრების სრულად გახსნის შესახებ. თუ გავითვალისწინებთ, რომ საქართველოს ტერიტორიების მიმართ მცოცავი ანექსიის ყველა მორიგ ეტაპს, როგორც წესი, წინ უძღვის ოკუპანტი ქვეყნის ხელისუფლების ამა თუ იმ წარმომადგენლის მსგავსი, ერთი შეხედვით ირიბი მინიშნებები აფხაზეთთან ,,პოლიტიკური სიახლოვის აუცილებლობის” სხვადასხვა ფორმებზე,  დიდი ალბათობით მოსალოდნელია, რომ ამ სიტყვებს ,,საქმეც” მოყვება! თუმცა ჩვენ ,,სანერვიულო” არაფერი გვაქვს… ბატონები ზაქარეიშვილი და ყოლბაია ხომ გვარწმუნებენ, რომ ,,ყველაფერი კარგადაა”, რომ ,,ისტერიკები საჭირო არაა! საერთაშორისო დამკვირვებლები ისედაც დაიღალნენ ჩვენით და ზედმეტად მათ ნუ შევაწუხებთ!”. ,,მართალი” ხართ ბატონებო, დასავლეთელი პარტნიორების ,,უშფოთველი იდილიის” დარღვევის საშიშროებასთან რა მოსატანია ჩვენი დევნილი მოსახლეობის წუხილი, მათი ტრაგიზმამდე დაყვანილი ყოველდღიური ყოფა, საკუთარ სახლებში დაბრუნების მოლოდინის სისტემატური გაცამტვერება?!,, აცხადებს დეპუტატი თამაზ ხუბუა.

banner
წინა სტატიაშიფოთში საპროტესტო აქცია გაიმართა
შემდეგი სტატიამურმან დუმბაძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს გადადგომას ურჩევს კოალიცია “ქართული ოცნება” კი პოლიტსაბჭოს სხდომას მართავს