სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის და ხელში ჩაგდებისთვის შეთქმულებასთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო

საქართველო ტერორიზმის მაღალი რისკის კატეგორიის ქვეყნებში არ გადის, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილემ, ლევან იზორიამ

სახელმწიფო უსაფრთოხების სამსახურმა უკრაინული ვებგვერდის wikileaks.center-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ, დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ განაცხადა.

მისი განმარტებით, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად.

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და მედიასაშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, დაიწყო გამოძიება საქართველოს სსკ-ის 315-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს შეთქმულებას სახელმწიფო ხელისუფლების დასამხობად ან ხელში ჩასაგდებად. დაწყებული გამოძიების ფარგლებში ჩატარდება ყველა საჭირო ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები”, – აცხადებენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

banner
წინა სტატიაშიუწყებათაშორისი კომისია სასამართლო სისტემაში საქმეების ელექტრონული ფორმით გადანაწილებაზე იმსჯელებს
შემდეგი სტატია“მსგავს განცხადებას ჩემი მხრიდან ადგილი არ ჰქონია”- თამაზ მეჭიაური მისი სახელით გავრცელებულ კომენტარზე საუბრობს