სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალურმა ინსპექციამ თაღლითობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გენერალური ინსპექციის თანამშრომლებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად თაღლითობის ფაქტზე მოქალაქე ომარ ხ. დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით ომარ ხ. ერთ-ერთ ბიზნესმენს გაეცნო როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი ოთარ თორდია და თითქოსდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოებაში არსებულ ერთ-ერთ სისხლის სამართლის საქმეზე მისი შესაძლო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავის არიდების სანაცვლოდ 120 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. ომარ ხ. მოტყუებით დაეუფლა მის მიერ მოთხოვნილი ფულადი თანხის ნაწილს 30 000 აშშ დოლარს, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება თაღლითობის ფაქტზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს. გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამასახურის გენერალური ინსპექცია აწარმოებს.

banner
წინა სტატიაშიპროკურორთა კონფერენციაზე საპროკურორო საბჭოს 6 კანდიდატს შეარჩევენ
შემდეგი სტატია„თავისუფალი დემოკრატების“ ხობის რიონული ორგანიზაცია ლიკვიდირებულია