სახელმწიფო ოთხ რაიონულ საავადმყოფოს გამოისყიდის

ჯანდაცვის სამინისტრო რეგიონებში კერძო კომპანიებისგან 4 საავადმყოფოს გამოსყიდვას აპირებს.

ამის შესახებ განცხადება ჯანდაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ დღეს მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ მთავრობის ხდომაზე დღეს სწორედ ამ საკითხზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, ეს ეხება 4 რაიონულ – წალკის, ყაზბეგის, თეთრიწყაროს და ბაკურიანის საავადმყოფოებს.

როგორც მინისტრი განმარტავს, აღნიშნული გადაწყვეტილება იმ მიზეზით იქნა მიღებული, რომ კერძო კომპანიები ვერ ისტუმრებენ საავადმყოფოების მიმართ არსებულ დავალიანებას, რომელიც წლების განმავლობაში დაგროვდა. ამიტომაც, სერგეენკოს თქმით, ამ საავადმყოფოებს გამოისყიდიან და ამ თანხით კერძო კომპანიები არსებულ დავალიანებას საბოლოოდ დაფარავენ.

“ეს არის მეორე და საბოლოო ეტაპი. ამით სრულდება გამოსყიდვის პროცესი,” – ამბობს ჯანდაცვის მინისტრი.

დღეს მთავრობის სხდომაზე 21 საკითხს განიხილავენ.

banner
წინა სტატიაში“თუ რუსეთი და პრორუსი სეპარატისტები არ შეასრულებენ შეთანხმების პირობებს, ეს უფრო ძვირად დაუჯდებათ მათ” – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი
შემდეგი სტატიაპარლამენტში სახელმწიფო აუდიტის ხელმძღვანელს მოუსმენენ