სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ პროექტზე დასკვნას მოამზადებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახური ბიუჯეტის კორექტირებულ ვარიანტთან დაკავშირებით დასკვნას მოამზადებს. როგორც ჟურნალისტებს გენერალურმა აუდიტორმა ლაშა თორდიამ განუცხადა, დასკვნა, რომელშიც შეფასებული იქნება რამდენად შესაბამისობაში მოდის ბიუჯეტის ახალი პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან, პარლამენტს წარედგინება.
“კანონმდებლობის მიხედვით, როცა პარლამენტში მთავრობის მიერ შედის ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტი, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა უნდა შეისწავლოს კანონპროექტის შესაბამისობა მოქმედ კანონმდებლობასთან და პარლამენტს შესაბამისი დასკვნა წარუდგინოს. ჩვენ გვაქვს დაახლოებით ორკვირიანი ვადა, რომ შევისწავლოთ რამდენად მოდის შესაბამისობაში ბიუჯეტის კორექტირებული ვარიანტით განსაზღვრული პარამეტრები მოქმედ კანონმდებლობასთან და რამდენად დაცულია ფისკალური პარამეტრები, რომლებიც სხვადასხვა კანონმდებლობითაა გათვალისწინებული. დოკუმენტის შესწავლა უკვე დაწყებულია და დასკვნას კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადაში წარვუდგენთ პირველ რიგში საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტს და შემდეგ პარლამენტს”, – განაცხადა ლაშა თორდიამ.

banner
წინა სტატიაშიbiletebi.ge-ზე ბილეთების შეძენის მსურველთა რიგია
შემდეგი სტატიასუპერთასის ბილეთების გაყიდვის გამო, ელექტროენერგია დღეს თბილისის არც ერთ რაიონს არ შეეზღუდება