“სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა”

სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია კახეთში აქციის მონაწილე მევენახეების პროტესტს მთავრობის წინააღმდეგ უსაფუძვლოს უწოდებს.

დანელიას თქმით, მთავრობამ ყველაფერი გააკეთა, რომ კახეთში რთველს გლეხებისთვის რაც შეიძლება მეტი სარგებელი მოეტანა.

“ლარიც რომ ყოფილიყო ფასი. ვინმეს აქვს გარანტია, რომ მეტი არ მოუნდებოდათ? შარშან ჩვენ ვნახეთ ეს. ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. ყველა ცდილობს მიიღოს იმაზე მეტი, ვიდრე ამის შესაძლებლობაა. ჩვენ გლეხებს რამდენიმე ალტერნატივა შევთავაზეთ. ეს გახლავთ პირველ რიგში ის, რომ პირველ რიგში სახელმწიფო ქარხნებს თუ ყურძნის ჩაბარების პრობლემა აქვთ, ეს კიდევ ცალკე პრობლემაა და არავინ საუბრობს ამაზე. სახელმწიფო არ არის მეწველი ძროხა, ძალიან დიდი ბოდიშის მოხდით. სახელმწიფო არის სახელმწიფო, რომელიც განსაზღვრავს პოლიტიკას და ხელს უწყობს დარგს. სწორედ ამიტომ ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას, რომ იქნებოდა ალტერნატივა, იმიტომ რომ არის ჭარბი ყურძენი, რადგან შემცირებულია ექსპორტი და შემცირებულია მოთხოვნა. 300 მილიონამდე ლარი შევიდა მხოლოდ კახეთში ბოლო ორ წელს რთველის შედეგად”, – განაცხადა დანელიამ საზოგადოებრივი მაუწყებელის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

banner
წინა სტატიაში“ჩემი ცოლის დაქალები” განცხადებას ავრცელებს
შემდეგი სტატიალევან ალაფიშვილი პროკურატურაში დაიბარეს