“სახელმწიფოს გაუზრებელ პოლიტიკას, პოლიციელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან შემგუებლობაში – გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა”

“სამართალდამცავთა დაცვის ლიგა” პოლიციელებზე მომხდარ თავდასხმას ეხმაურება და სპცეციალურ განცხადებას ავრცელებს და შს მინისტრს მიმართავს. განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

„სამართალდამცავთა დაცვის ლიგა“-მ პირველმა, საჯაროდ განაცხდა – ნაჩქარევი და შეუსწავლელი ამნისტიისა და შეწყალებების შესახებ, რასაც საზოგადოებრივ ცხოვრებაში დაბრუნების მსურველებთან ერთად, დანაშაულებრივი სამყაროს ათასობით წევრის გათავისუფლება მოჰყვა. ამნისტირებულებმა და შეწყალებულმა კრიმინალური სამყაროს წევრებმა უამრავი უმძიმესი დანაშაული ჩაიდინეს და ჩვენი არაერთი მოქალაქე გამოასალმეს სიცოცხლეს.

სახელმწიფო მზად არ აღმოჩნდა, დანაშაულებრივი სამყაროს წინააღმდეგ ეფექტური ბრძოლისათვის. კრიმინალურმა სამყარომ ჯერ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის დაწესებულებებზე გაავრცელა თავისი გავლენა, შემდეგ ეს გავლენა გარეთ, ქუჩაში გადმოიტანა. სახელმწიფოს მიერ „კანონიერ ქურდებთან“ მიმართებაში გატარებულმა ლოიალურმა პოლიტიკამ დამღუპველი შედეგი გამოიღო, ყოველივე ეს კი, დანაშაულის მკვეთრ ზრდაში გამოიხატა. მდგომარეობა იმდენად გართულდა და უმართავი გახდა ის შეეხო რიგით პოლიციელებს, რომელთა მკვლელობა, დაჭრა, დასახიჩრება, იარაღის აყრა და ღირსების შელახვა, სამწუხარო ყოველდღიურობად იქცა. სახელმწიფოს გაუზრებელ პოლიტიკას, პოლიციელთა წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებებთან შემგუებლობაში – გამოუსწორებელი შედეგი მოჰყვა. პოლიციის რიგითი შემადგენლობა, უმეტეს შემთხვევაში უნდობლად უყურებს არაკომპეტენტურ ხელმძღვანელობას, რომელთა პროფესიონალზმზე საუბარი ჩვენთვის წარმოუდგენელია.

პოლიტიკური მოტივებიდან გამომდინარე, შსს-ს დღევანდელი ხელმძღვანელობა ვერ ბედავს დანაშაულის რეალური სტატისტიკის შემოთავაზებას, რაც პოლიციაში დანაშაულის დამალვისა და აღრიცხვიანობის დამახინჯების მანკიერი პრაქტიკის აღდგენას იწვევს. ყველაზე უფრო მტკივნეულად შსს-ში შექმნილ ვითარებას ბუნებრივია, ის ვეტერანი პოლიციელები აღიქვამენ, რომელთა მიერ პოლიციის არა ერთი თაობაა აღზრდილი, რომელთა სისხლით არის მოპოვებული, მოქალაქეთა მშვიდი ცხოვრება. იმის მაგივრად, რომ ამ უმძიმესი მდგომარეობიდან გამოსასვლელად, სახელმწიფომ ჩვენი რეკომენდაციები გაითვალისწინოს, სახეზეა პოლიციელთა მიმართ აშკარა დევნის გახშირებული შემთხვევები. სახეზეა, კრიმინალთან შეუპოვრად მებრძოლი, კრიმინალური პოლიციისა და სპეცდანიშნულების რაზმების წევრებით გავსებული ციხეები, რაც ღირებულებათა აღრევას წარმოადგენს.

შს მინისტრი საზოგადოებას პოლიციის მხარდაჭერას სთხოვს, რაც სრულიად ბუნებრივია. ბატონ მინისტრს შევახსენებთ, მის გამინისტრებამდეც, მედიისა და პრესის საშუალებით ვიცავდით პოლიციელთა ინტერესებს. პოლიციის ინტერესის დაცვა არ გახლავთ, პოლიციის არაკომპეტენტური ხელმძღვანელობის პირადი ინტერესების დაცვა. კეთილი ინებეთ, კანონის ფარგლებში აღუდგინეთ უფლება, თქვენს მიერ სამსახურიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებულ, უკვე ასამდე კრიმინალური თუ საპატრულო პოლიციის ოფიცერს, დაიცავით ასობით სპეცრაზმელი, მათთვის დამამცირებელი „საგამოძიებო პროცედურებში“ მონაწილეობისაგან, დაიცავით ქუჩებში შეურაცხყოფა მიყენებული ყოველი პოლიციელის ღირსება, იზრუნეთ თქვენი კომპეტენციის ფარგლებში, პოლიტიკური ნიშნით, ხელოვნურად შეთხზული ბრალდებებით დაპატიმრებული პოლიციელების გათავისუფლებისთვის. ყოველივე ამის შემდეგ კი, თქვენი პირადი ავტორიტეტი, ისევე როგორც თითოეული პოლიციელის ავტორიტეტი, საზოგადოებაში შეურყეველი გახდება და თქვენ სპეცდანიშნულების რაზმელი, ნამდვილი შს მინისტრი გახდებით!” ნათქვამია “სდლ”-ს განცხადებაში.

banner
წინა სტატიაში“…და მერე წავალ უმისამართოდ”– გარდაცვლილი პოლიციელის ბოლო აქტივობა სოციალურ ქსელში
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: დავრწმუნდი, რომ ქართულ მართლმსაჯულებას, როგორც იქნა, დაუდგა ნათელი პერიოდის დასაწყისი