სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები–ლევან ბეჟაშვილი

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები

სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნებისამწუხაროდ, სახეზე გვაქვს ეკონომიკური კოლაფსის ნიშნები. ლარი ფაქტიურად ჩამოიშალა. მთავრობა თავისი უმოქმედობით კიდევ უფრო უწყობს ხელს ამას. ჩვენ ვხედავთ, რომ მოსახლეობა დღითიდღე ღარიბდება. მოსახლეობას უამრავი სესხი აქვს აღებული და საპროცენტო განაკვეთები ეზრდება–განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა მისივე თქმით ქვეყანაში არის ინფლაცია და პროდუქტებზე ფასები იზრდება. მთავრობა ნაცვლად იმისა, რომ კონკრეტულ გამოსავალ სთავაზობდეს მოსახლეობას, დაკავებულია შეთქმულების თეორიეთ, საგარეო ფაქტორებზე გადაბრალებით.

ამიტომ ვფიქრობთ, რომ პარლამენტის რიგგარეშე სხდომა უნდა იქნას მოწვეული უსწრაფესად, რათა ჩვენ მთავრობას დავუსვათ ის კონკრეტული კითხვები, რომელიც დღეს საზოგადოებას აწუხებს და მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა თუ როგორ უყურებენ ისინი სიტუაციიდან გამოსავალს. უნდა გადაიდოს ყველანაირი პოლიტიკური დაპირისპირება გვერდზე და პარასკევს უნდა შეიკრიბოს პარლამენტი, რათა საზოგადოებას აჩვენოს, რომ ხელისუფლება ჰყავს ამ ქვეყანას და მას აქვს უნარი საკითხების განხილვის და გადაწყვეტილებების მიღების–დასძინა ბეჟაშვილმა

banner
წინა სტატიაშიჩვენი მოსახლეობის დიდი ნაწილი ღარიბდება–გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაბარაკ ობამამ პუტინს ორი კვირა მისცა მოსაფიქრებლად