სახალხო დამცველი სამხედრო მოსამსახურეების უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს იწყებს

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველი სამხედრო მოსამსახურეების უფლებების დაცვასა და ჯარისკაცების უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგის გახორციელებას იწყებს. ამ თემასთან დაკავშირებით უჩა ნანუაშვილს თავდაცვის მინისტრი ხვდება. თინა ხიდაშელის თქმით, ჯარისკაცების უფლებებზე მისი მოადგილე ანა დოლიძე იზრუნებს და მინისტრი დარწმუნებულია, რომ მის მოადგილეს და სახალხო დამცველს „ურთიერთობა არ გაუჭირდებათ.“

„სახალხო დამცველის აპარატში ახლახან შეიქმნა სპეციალური დეპარტამენტი, რომლის მიზანი სწორედ თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის მონიტორინგს წარმოადგენს. ჩვენ დავიწყებთ ჯარისკაცებისა და სამხედრო მოსამსახურეთა უფლებების მონიტორინგს და დარღვევის შემთხვევაში მოვახდენთ რეაგირებას,“ – განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაფხაზური რკინიგზა სოხუმი-სანკტ პეტერბურგის რეისს იწყებს
შემდეგი სტატია“არ შეიძლება ერთი ადამიანის ახირებაზე იყოს დამოკიდებული ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მუშაობა” – ზაზა აბაშიძე