სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას შეხვდება

საქართველოს სახალხო დამცველი ბაჩო ახალაიას შეხვდება. ნანუაშვილის განცხადებით მისი წარმომადგენლები უკვე ესაუბრნენ ბაჩო ახალაიას, თუმცა ის უახლოეს პერიოდში პატიმრობაში მყოფ ყოფილი მაღალი თანამდებობის პირს შეხვდება.

“ჩვენმა წარმომადგენლებმა უკვე მოინახულეს ბაჩანა ახალაია, ის პროტესტს გამოთქვამდა სასამართლო პროცესთან მიმართებაში. მე პირადად შევხვდები მას და პირადად მივიღებ ინფორმაციას საქმესთან დაკავშირებით,”- ამბობს უჩა ნანუაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ბაჩანა ახალაიამ შიმშილობა გუშინ დაიწყო. მიზეზი სასამართლო პროცესის რამდენჯერმე გადადება იყო, თუმცა დღეს ცნობილი გახდა, რომ მის საქმეზე სხდომა სასამართლოში 16 ოქტომბერს გაიმართება. ამ გადაწყვეტილების შემდეგ ბაჩო ახალაიამ შიმშილობა შეწყვიტა.

banner
წინა სტატიაშიშინაგან საქმეთა სამინისტრო გურჯაანი-თელავის ავტომაგისტრალზე გამართული აქციისას დაკავებული პირების შესახებ კომენტარს აკეთებს
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი ესტონელ კოლეგას შეხვდა