სახალხო დამცველის თქმით, სამართალდამცავები მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ

სახალხო დამცველის განცხადება ზუგდიდში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

სახალხო დამცველის თქმით, ყველაზე ხშირად მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ სამართალდამცავი სტრუქტურები. ამის შესახებ უჩა ნანუაშვილმა პარლამენტში ისაუბრა.

„ყველაზე მეტად ეფექტური გამოძების პრობლემა დგას. როდესაც იწყება გამოძება კონკრეტულ ფაქტზე , სამწუხაროდ, ხშირად ეს გამოძება არის გაჭიანურებული. აქ საუბარია, როგორც ახალ, ისე ძველ დარღვევებზე. გასული წლების მსგავსად, კიდევ ვიმეორებთ, რომ აუცილებელია დამოუკიდებელი საგამოძებო მექანიზმის შექმნა. როდესაც საუბარია წამების არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სწორედ დამოუკიდებელმა ორგანომ უნდა გამოიძიოს საქმე“, – განაცხადა ნანუაშვილმა.

საკანონმდებლო ორგანოში სახალხო დამცველის 900 გვერდიანი ანგარიში კომიტეტებში განიხილება. დოკუმენტში საუბარია პენიტენციურ სისტემაში არსებულ მდგომარეობაზე, ასევე აღნიშნულია სამართალდამცველების მიერ უფლებამოსილების გადამეტების ფაქტები, გენდერული თანასწორობისა და ქალთა მიმართ ძალადობის საკითხები.

სახალხო დამცველის ანგარიშზე მსჯელობა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე უნდა გაგარძელდეს.

banner
წინა სტატიაშიპუტინის პარტიამ კალინინგრადში არჩევნები პირწმინდად წააგო
შემდეგი სტატიასაქართველოს 2015 წლის ჩემპიონები ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით მაქსიმ რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა არიან