საჭირო იყო სეპარატისტთა ამ დემარშის პრევენცია და არა პოსტ–ფაქტუმ ,,გაბრაზება”

,,მავანს მიაჩნია (მათ შორის აფხაზეთის დევნილი ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელსაც), რომ პრობლემატიკის ერთხელ გაჟღერებულ აქტუალურ თემებზე ყურადღების ხელმეორედ გამახვილება აუცილებელი არ არის. მე პირადად კატეგორიულად არ ვფიქრობ ასე… მომხრე ვარ ჩვენს უპირველეს სატკივარზე, მსოფლიო საზოგადოების გასაგონად, ყოველდღიური, დაუღალავი და ,,ხმამაღალი” საუბრისა!

დელ ლევანტეს გამოფენაში სოხუმის დელეგაციის მონაწილეობაზე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ თითქოს რეაგირება მოახდინა თავისი განცხადებით (ვიცით და აღნიშნულზე ზომებს მივიღებთო), თუმცა ამას მე უფრო ჩვენს დიპლომატიურ უსუსურობად ვრაცხ, ვიდრე რაიმე შედეგის მომტან პრინციპულობად! საჭირო იყო სეპარატისტთა ამ დემარშის პრევენცია და არა პოსტ–ფაქტუმ ,,გაბრაზება” (ეს გამოფენა ხომ არაერთი დღე მზადდებოდა და შესაბამისად მოწვეულებიც ცნობილი იქნებოდნენ)!

ჩემდა სამწუხაროდ, ისევ მიწევს დასანანი ტენდენციის კონსტატაცია აფხაზეთის პრობლემატიკასთან მიმართებაში: ვერ მივაღწიეთ დარეგულირების პროცესების ავანგარდში ყოფნას… კვლავ არიეგარდულ, მაჩანჩანალა, დაწინაურებული ოპონენტების მდევართა ერთობ უსახურ პოზიციაზე ვრჩებით!!!,,
აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი თამაზ ხუბუა სოციალური ქსელით ეხმაურება აფხაზური დელეგაციის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლების მონაწილეობას, იტალიის ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოფენაზე.

banner
წინა სტატიაშიიტალიის ელჩმა წუხილი გამოთქვა მომხდართან დაკავშირებით და განაცხადა, რომ საქართველოს პოზიცია დაუყოვნებლივ ეცნობება დედაქალაქს
შემდეგი სტატია“თავისუფალი საქართველო” “სითი პარკის” წინააღმდეგ გამოდის