საცხობების მესაკუთრეები გაზის ტარიფის გაძვირებას აპროტესტებენ

საცხობების მესაკუთრეებმა ვარკეთილში აქცია გამართეს. მეწარმეების განცხადებით გაზის საფასური თებერვლიდან მათ 22 თეთრით გაუძვირდათ. მათი ინფორმაციით, ტარიფს რაიონში კომპანია “ვარკეთილი აირი” დამოუკიდებლად განსაზღვრევს.

პურის მცხობელები ხელისუფლებას ტარიფის გადახედვას და სხვა უბნებთან თანაბარ პირობებში ჩაყენებას თხოვენ. აქციას საკრებულოს უმცირესობის წევრებიც შეუერთდნენ. საცხობების მესაკუთრეებსა და ოპოზიციას უპასუხა თბილისის მერმა.

ნარმანიამ უარყო ინფორმაცია გაზის გაძვირების სესახებ. ოპოზიციას კი მოუწოდა გაიხსენონ მათი ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდი და აქციას ოპოზიციის მიერ პროვოცირებული უწოდა.

banner
წინა სტატიაშისაგარეო საქმეთა სამინისტრო ნეპალში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის საკონტაქტო ნომრებს აქვეყნებს
შემდეგი სტატიამახათის მთაზე ეკლესიის მშენებლობა 2017 წლის 25 დეკემბერს დასრულდება