საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრებმა ფოტო-გამოფენა მოაწყვეს

“საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრებმა დღეს ბოლნისში კულტურის სახლის წინ “საყდრისის დღესთან” დაკავშირებით, ფოტო-გამოფენა მოაწყვეს.
ორგანიზატორების განცხადებით, უკვე მეორე წელია, 12 ოქტომბერს “საყდრისის დღეს” აღნიშნავენ.
“დღევანდელი ფოტო-გამოფენის მიზანია, საზოგადოებისათვის შეგვეხსენებინა, რამდენად მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი გვქონდა და როგორ განადგურდა ის. ასევე შეგვეხსენებინა კომპანია “არ-ემ-ჯი”- სათვის, ბოლნისში ისტორიული მუზეუმის მშენებლობის შესახებ მიცემული დაპირება. ჩვენ მოვითხოვთ საყდრისის აფეთქებასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიების დროულად დასრულებას და დამნაშავეეების დასჯას,” – განაცხადა “საყდრისის დაცვის კომიტეტის” წევრმა ირაკლი მამალაძემ.
ფოტო-გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საყდრისის ოქროს საბადოს, გერმანელი ექსპერტების მიერ საყდრისის საბადოში უძველესი წესით ოქროს მოპოვების ექსპერიმენტის, ასევე გასულ წელს, საყდრისში განვითარებული მოვლენებისა დაა ქციების ამსახველი ფოტომასალა.
ფოტო-გამოფენა ბოლნისში 17 საათამდე გაგრძელდება, ორგანიზატორების განცხადებით, 18 საათზე, ისინი აქციას უკვე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან გამართავენ.

banner
წინა სტატიაში“გაუგებარია ამდენი მოთხოვნის შემდეგ რატომ არ შეცვალა “NDI”-მ კონრაქტორი კომპანია”
შემდეგი სტატია“არ უნდა გასცე ის დაპირება, რასაც ვერ შეასრულებ”