საქართველო – შოტლანდიის მატჩის გამო ავტობუსების მარშრუტი შეიცვალა

4 სექტემბერს უეფას ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მორიგი ტური გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს საქართველოსა და შოტლანდიის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან.

ეროვნული სტადიონის მიმდებარე გზებზე, დაწესებული შეზღუდვების გამო, იცვლება მუნიციპალური ავტობუსების ზოგიერთი მარშრუტი: № 11 – იმოძრავებს ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონამდე (აკაკი წერეთლის ძეგლის მიმდებარედ); № 15, 20, 27, 33, 84, 86 – აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქუჩა – მარცხენა სანაპირო – კვინიკაძის ქუჩა – თამარ მეფის გამზირი.

უკუმიმართულებით: თამარ მეფის გამზირი – მარცხენა სანაპირო (ჩასვლა კინოსტუდიის მხრიდან) – სამტრედიის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი; № 21, 46 – აკაკი წერეთლის გამზირი – ქუთაისის ქუჩა – ვახუშტი ბაგრატიონის ქ. – პეკინის ქ. – კოსტავას ქ. – გმირთა მოედანი. უკუმიმართულებით: გმირთა მოედანი – კვინიკაძის ქ. – მარცხენა სანაპირო – სამტრედიის ქ. – აკაკი წერეთლის გამზირი.

banner
წინა სტატიაში“ეს არის სირცხვილი რაც ხდება, ასე თუ გაგრძელდა მეც ვიყრი კენჭს პრეზიდენტობაზე,”-ზვიად სიჭინავა
შემდეგი სტატიაშეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების პენსია 60 ლარით გაიზარდათ