საქართველო-სომხეთის საზღვარზე რთული ვითარებაა

ამ დროისთვის რთული ვითარებაა საქართველო-სომხეთის საზღვარზე, სადაც უხვი ნალექის და დაბალი ტემპერატურის გამო 200-მდე ავტომობილი თოვლშია ჩახერგილი.

ნინოწმინდა-ბავრის სასაზღვრო-გამშვებ პუნქტზე მძიმე ტექნიკა ქარბუქის გამო ვერ მუშაობს და მოქალაქეები უკვე რამდენიმე საათია მანქანებში იმყოფებიან.

არსებული ინფორმაციით, ავტომობილები დღის ბოლომდე უნდა გამოიყვანონ. თუმცა, ადგილობრივები ამბობენ, რომ საღამოს ყინვა მოიმატებს და ტექნიკა მუშაობას ვერ შეძლებს.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ჩახერგილებს საწვავი მიაწოდეს, რათა მანქანებმა მუშაობა შეძლონ.

რამდენიმე საათის წინ სპეციალური ტექნიკის დახმარებით 200-მდე ავტომობილის გამოყვანა უკვე მოხერხდა. თუმცა ამდენივე კვლავ ჩახერგილია.

გზების დეპარტამენტში განმარტავენ, რომ პრობლემა მოქალაქეების დაუმორჩილებლობამ შექმნა. მათი თქმით, საზღვრამდე მისვლა მოქალაქეების ნაწილმა შემოვლითი გზით სცადა და ჩაიხერგნენ.

banner
წინა სტატიაშიდიდთოვლობა სვანეთში – 16 თემი გარესამყაროს მოწყვეტილია
შემდეგი სტატიაშსს თოვლში ჩარჩენილებს საკვებით მოამარაგებს