„საქართველო-ნატო“ ერთობლივი სასწავლო ცენტრი – რუსეთისათვის სიგნალი

„საქართველო-ნატო“ ერთობლივი სასწავლო ცენტრი - რუსეთისათვის სიგნალი

მერკელ-ოლანდ-პუტინის შეხვედრანატოს და საქართველოს ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნას, რომელიც მიმდინარე წლის ბოლომდეა დაგეგმილი, ნატოს საქართველოსთან ინტენსიური ურთიერთობის გაღრმავებას ემსახურება, ასე ფიქრობენ ქართველი პოლოტიკოსები – წერს ბიბისი.
საქართველო-ნატოს ურთიერთობები ძლიერია და უფრო და უფრო ღრმავდება, განაცხადა ნატოს გენერალურმა მდივანმა იონს სტოლტენბერგმა, ნატო-საქართველოს კომისიის შეკრების შემდეგ.
მისი სიტყვებით, ალიანსის ათ წევრზე მეტი შეიტანს საკუთარ წვლილს „არსებული პაკეტის“ რეალიზაციაში, რომელიც საქართველომ შარშან ნატოს სამიტზე მიიღო, და რომლის ნაწილიც საქართველოში ერთობლივი სასწავლო ცენტრის შექმნაა.
ეს საწრთვნელი ცენტრი მნიშვნელოვანია როგორც საქართველოსთვის, ასევე ნატოსთვის და მისი წევრი ქვეყნებისთვის, რადგანაც მათ შესაძლებლობა ექნებათ საკუთარი ჯარი გაწვრთნან, აღნიშნა სტოლტენბერგმა.
როგორც საქართველოში, ასევე ალიანსში ამბობენ, რომ დაგეგმილი ობიექტი იქნება სასწავლო ცენტრი და არა სამხედრო ბაზა და მისი შექმნა რუსეთის წინააღმდეგ არ არის მიმართული.
მოსკოვი ცენტრის გახსნას „პროვოკაციულ ნაბიჯად“ აფასებს, რომელიც რეგიონის უსაფრთხოებაზე ნეგატიურად აისახება.
ალიანსი მზადყოფნას გამოთქვამს საქართველოს უსაფრთხოების სისტემის მოდერნიაზციაში დაეხმაროს, რათ ამ უკანასკნელმა ნატოს სტანდარტებთან მიახლოვება შეძლოს.
სტოლტენბერგის სიტყვებით, ბრიუსელის შეხვედრისას რამდენიმე ქვეყანამ მზადყოფნა გამოთქვა საქართველოს ფინანსური დახმარებაც აღმოუჩინოს.
საქართველოს მოქმდმა მთავრობამ არა ერთხელ განაცხადა, რომ რუსეთთან მიმართებაში კონსტრუქტიულ პოლიტიკას ანხორციელებს, ამასთანავე, საქართველო ევროატლანტიკური კურსის ერთგული რჩება.
ნატო-საქართველოს გეგმებზე რუსეთის რეაქციას დიდი ხანი არ დასჭირვებია ცდა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, გავარკვევთ, ყველაფერს. ეს ნაბიჯი შესაძლებელია შეფასდეს მხოლოდ როგორც პროვოკაციული – ასეთი იყო ოფიციალური მოსკოვის კომენტარი“ – წერს ბიბისის კორესპონდენტი.

banner
წინა სტატიაშიგია სოსანაშვილი ირაკლი ფირცხალავასთან აქტიურ კავშირში იმყოფებოდა–გიორგი ყუფარიძე
შემდეგი სტატიაკიევის პატრიარქმა ფილარეტმა 29 ქართველი მოხალისე ჯარისკაცი მედლით დააჯილდოვა