„საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანმხვედრ ქვეყნად“

პრეზიდენტის განცხადებით, ქართული შეიარაღებული ძალების ამოცანაა არა მარტო საქართველოს დაცვა, არამედ, გლობალური პასუხისმგებლობის, რომელიც თანამედროვე ქვეყნებს ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად ხდის.

გიორგი მარგველაშვილმა ქვეყნის წინაშე ჯარისკაცების წვლილზე ისაუბრა და გარდაცვლილ ჯარისკაცებს პატივი მიაგო.

„თქვენს წინაშეა ბატონო პრეზიდენტო ქართული ჯარი, ჯარი რომელთა წინაპრებიც ათეულობით საუკუნეების განმავლობაში იცავდნენ და აძლიერებდნენ იმ პატარა ქვეყანას, სადაც ახლა თქვენ იმყოფებით. ჯარი, რომელსაც უპირისპირდებოდნენ ისტორიის განმავლობაში უდიდესი იმპერიები, არმიები, მაგრამ ჯარი, რომელმაც შეძლო საუკუნეების განმავლობაში გაეტანა თავი და თანამედროვე კაცობრიობის სრულფასოვნად შექმნა ჩვენი სამშობლო საქართველო. ამ შეიარაღებული ადამიანების წინაპრებს და თავად მათაც უძლიერებს ზურგს ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული იარაღი, ეს არის ქართული საზოგადოება, ქართველი ხალხი, რომელიც მთელი ამ საკუნეების განმავლობაში იბრძოდა დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის და არცერთ მომენტში არ დაუყრია ფარხმალია. ასევე, იყო სულ რამდენიმე ათეული წლის წინ, როდესაც აღდგა ქართული სახელმწიფო, პირველი რაც ჩვენ შევქმენით ეს იყო თანამედროვე არმია, თანამედროვე შეიარაღებული ძალები, ადამიანმები როლებიც პირნათლად ემსახურებიან სამშობლოს. მნიშვნელოვანია, რომ თავიდანვე ჩვენი შეიარაღებული ძალები შეიქმნა სწორედაც რომ ყველაზე სწორი და ადექვატური კრიტერიუმებით. ეს იყო გაძლიერება ჩვენი უნარების, ჩვენი მხედრული ღირსების. ამავე დროს ისევე, როგორც ნებისმიერ თანამედროვე ქვეყანას, ჩვენი შეიარაღებული ძალების ამოცანაა არა მარტო საქართველოს დაცვა, არამედ, იმ გლობალური პასუხისმგებლობის, რომელიც ნაბისმიერ თანამედროვე დემოკრატიულ და მომავალში მომზირალ ერს ხდის ცივილიზებულ სამყაროს ნაწილად. ბატონო პრეზიდენტო, ის ხალხი ვისაც თქვენ ხედავთ და მათი კოლეგები ბალკანეთში, სპარსეთის ყურეში, ავღანეთში და უკვე ევროკავშირის თანამებრძოლებთან ერთად აფრიკაში იცავენ გლობალურ სტაბილურობას და თავის სამშობლოს აძლიერებენ ამ თავდადებული შრომით. არაერთი ჩვენი თანამემამულე და გმირი დაიღუპა ამ მნიშვნელოვან მისიებში, მე ქედს ვიხრი ამ ადამიანების წინაშე. მე მადლობას ვეუბნები ჩვენ ჯარისკაცებს იმ პროფესიონალიზმისთვის და დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც ისინი ეწევიან გლობალური მშვიდობის დაცვისათვის. მნიშვნელოვანია ისიც, რომ თქვენს წინაშე მდგარი ადამიანებისა და მათი კოლეგების მუშაობის, პროფესიანალიზმის, ვაჟკაცობის შედეგად, საქართველო მიჩნეულ იქნა ერთ-ერთ ყველაზე განვითარებულ ქვეყნად და ნატო-ს ჯარებთან ყველაზე თანმხვედრ ქვეყნად“, – განაცხადა მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაში“ევროპაში ყოფილა აღმართული კედლები, რომელიც ადამიანებს და სახელმწოფოებს ჰყოფს”
შემდეგი სტატია“ჩვენ გვჯერა, რომ ყველგან, სადაც ვიცავთ მშვიდობას, ვიცავთ საქართველოს”