“საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა ინვესტიციების თვალსაზრისით” – დავით საგანელიძე შვეიცარიის ელჩის განცხადებაზე

შვეიცარიის ელჩის მიერ გამოცემა „ფაინანშელისთვის“ მიცემულ ინტერვიუს გამოეხმაურა უმრავლესობა. გიუნტერ ბეხლერი რეგიონებში სამართალწარმოებისას შესაძლო კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს. დიპლომატის განცხადებით, უცხოელი ინვესტორები ჩივიან, რომ მათ აიძულებენ, გადაიხადონ გადასახადები ან ჯარიმები, რომლებიც გაუმართლებელია ან დაკავშირებულია წინა ხელისუფლების გაურკვეველ საგადასახადო დავებთან.

დავით საგანელიძეს იმედი აქვს, რომ სასამართლო ძალიან სერიოზული რეფორმების მიმართულებით წავა. მისი თქმით, საქართველო ყველანაირი რეიტინგით და კვლევით ერთ-ერთი მოწინავეა ინვესტიციების თვალსაზრისით.

ელჩის ინტერვიუს გაეცნო პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება – რესპუბლიკელების წევრი გიგლა აგულაშვილი. თუმცა დეპუტატი სტატიის შეფასებისგან თავს იკავებს. ის პირობას იძლევა, რომ დაინტერესდება უფრო კონკრეტულად და გაარკვევს თუ რამ მისცა შვეიცარიის ელჩს მსგავსი განცხადებების გაკეთების საფუძველი.

აგულაშვილი ადასტურებს, რომ გიუნტერ ბეხლერი საქართველოს მეგობარია და მას გული შესტკივა საქართველოს მომავალზე.

დეპუტატის განცხადებით, ასეთი ფაქტების არსებობის შემთხვევაში ხელისუფლებამ მყისიერი ზომები უნდა მიიღოს.

banner
წინა სტატიაშიბექა მარგიშვილის ოჯახს პატრიარქმა და პრემიერმა მიუსამძიმრეს
შემდეგი სტატიანიკიტა მიხალკოვი პუტინს მილიარდ რუბლს სთხოვს