საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში

საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში

ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.“ერთი წლის წინ უელსიდან საქართველო დაბრუნდა მნიშვნელოვანი პაკეტით, რომელმაც მისცა ჩვენს ქვეყანას საშუალება, კიდევ უფრო გაეღრმავებინა და აემაღლებინა ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობა, პაკეტით, რომლის ძირითადი მიზანი იყო მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში”–ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“დღეს გენერალურ მდივანთან ერთად ჩვენ გადავდგით კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ამ მიმართულებით ერთ-ერთი კომპონენტი ამ პაკეტისა წვრთნისა და შეფასების ცენტრია, რომელსაც დღეს ჩაეყარა საფუძველი. ეს მნიშვნელოვნად აამაღლებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას, მაგრამ ასევე მისცემს შესაძლებლობას, წევრი ქვეყნების და პარტნიორი ქვეყნების შეიარაღებულ ძალებს უფრო ეფექტურად და კვალიფიციურად მოემზადონ საქართველოში.
საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ამ ნაბიჯითაც ადასტურებს თავის ერთგულებას რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობასთან მიმართებაში.
მიუხედავად იმისა რომ ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლის ტერიტორიების 20 პროცენტი ოკუპირებულია, ხოლო მოსახლეობის 10 პროცენტი დევნილობაშია საკუთარ ქვეყანაში, ჩვენ მაინც აქტიურად ვმუშაობთ ნატოელ პარტნიორებთან და ვართ ნომერ პირველი კონტრიბუტორი არა ნატოს წევრ ქვეყნებს შორის”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიდემოკრატიული რეფორმების განხორციელების თვალსაზრისით საქართველო რეგიონში სამაგალითო ქვეყანაა
შემდეგი სტატიაიენს სტოლტენბერგი რუსეთის მხრიდან საერთაშორისო ვალდებულებების კიდევ ერთ დარღვევაზე საუბრობს