საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს უმასპინძლებს

finansta saministro

საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის დამფუძნებელი ქვეყნების მოლაპარაკებებს უმასპინძლებს, – ამის შესახებ “თაიმერს” ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს.
უწყების ინფორმაციით, მიმდინარე წლის 24-25 აგვისტოს, თბილისში აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) დამფუძნებელი ქვეყნების მთავარი მომლაპარაკებლების მე-6 შეხვედრა (Chief Negotiators’ Meeting) იმართება, რომელშიც 57 დამფუძნებელი ქვეყანა მიიღებს მონაწილეობას.
“საქართველო აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკის (AIIB) ერთ-ერთი დამფუძნებელი ქვეყანაა. ბანკის საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება: ეკონომიკური განვითარების სტიმულირება, აზიაში სავაჭრო კავშირების გაუმჯობესება ინფრასტრუქტურასა და წარმოებაში ინვესტირების გზით. ბანკის საწესდებო კაპიტალი 100 მილიარდ აშშ დოლარს შეადგენს”, – ნათქვამია განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, თბილისში შეხვედრისას განხილული იქნება ბანკის დაფუძნებასთან და ფუნქციონირებასთან დაკავშირებული სხვადასხვა მნიშვნელოვანი საკითხი, მათ შორის, მოხდება ბანკის პრეზიდენტის შერჩევა.
ფინანსთა სამინისტროს ცნობით, ქართული მხარისთვის მნიშვნელოვანია, რომ თბილისში ვიზიტისას, გაიმართება ბანკის გენერალური მდივნის და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ფინანსთა მინისტრის მოადგილის ორმხრივი შეხვედრები საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან: საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან, ვიცე-პრემიერ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან, ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურთან და რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრ ნოდარ ჯავახიშვილთან.
სტუმრები საქართველოს საინვესტიციო პოტენციალს სხვადასხვა სექტორში ქვეყანაში არსებულ ბიზნესგარემოს გაეცნობიან.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებულ ძალებს 43 მზვერავი შეემატა
შემდეგი სტატიაკახა მიქაია:შონიებო, დგებუაძეებო, რუსიებო და რაც მთავარია სააკაშვილის დროინდელო გუბერნატორო მისაბიშვილო, გაგეჩხირათ ხვიჩა ჯიშკარიანი ყელში?!