“საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება”

პედრო აგრამუნტმა

პედრო აგრამუნტმა“საქართველოში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება გრძელდება” – რეზოლუცია ასეთი ტექსტით ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ 89 ხმით 10-ის წინააღმდეგ მიიღო.

ანგარიში, “წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან მიმართებით”, პლენარულ სესიაზე თავად მისმა ავტორმა, პედრო აგრამუნტმა, წარადგინა.

რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროსაბჭოს წევრ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენების ფაქტები დაფიქსირდა, ვანო მერაბიშვილის გვარი კი სერგეი მაგნიცკისთან ერთად არის მოხსენიებული.

ევროსაბჭოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული კენჭისყრის შედეგების მიხედვით, რეზოლუციას ყველაზე მეტი ხმა ევროპის სოციალისტური პარტიისგან, ანუ იმ პარტიისგან ერგო, რომელშიც ქართული ოცნება არის გაწევრიანებული.

რეზოლუციაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ, რუსეთმა და თურქეთმა წინასწარი პატიმრობების შესამცირებლად რეფორმები გაატარეს. თუმცა, ამ ქვეყნებში წინასწარი პატიმრობის ბოროტად გამოყენება მაინც გრძელდება.

ევროსაბჭოს ასამბლეა საქართველოს მთავრობასა და დანარჩენ სახელმწიფოებს მოუწოდებს, მიიღონ ზომები, შემცირდეს წინასწარი პატიმრობა და გაათავისუფლონ ყველა ის პირი, ვინც წინასწარ პატიმრობაში არაკეთილსინდისიერი მიზნებით იმყოფება.

banner
წინა სტატიაშიკათოლიკე მღვდელი, რომელმაც აღიარა, რომ ჰომოსექსუალია
შემდეგი სტატიაივანიშვილის პოლიტიკური ბანაკის დილემა – „ოცნება“ მოკავშირეებს ეძებს