საქართველოში საგზაო უსაფრთხოების სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია გაიმართა

მოგვიწევს ალბათ თუნდაც დროებით მაგრამ მაინც ამ გზის აღდგენა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ორგანიზებით, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის პრეზენტაცია-კონფერენცია მიმდინარეობს.

ღონისძიება მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა გახსნა. ახლად შემუშავებული დოკუმენტის მნიშვნელობა შეაფასეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაურმა, თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ნუგზარ გასვიანმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე თენგიზ შერგელაშვილმა და სხვა ოფიციალურმა პირებმა. კონფერენცია შემაჯამებელი სიტყვით დახურა მსოფლიო ბანკის ტრანსპორტის სპეციალისტმა მუსტაფა ბენმაამარმა.

საქართველოს საგზაო უსაფრთხოების ეროვნული სტრატეგიისა და 2015-2020 წლების სამოქმედო გეგმის დოკუმენტზე მუშაობა, აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მე-4 პროექტის ფარგლებში, 2015 წლის მარტში, მსოფლიო ბანკის დაფინანსებით დაიწყო. დოკუმენტი საგზაო უსაფრთხოების სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომლის შემადგენლობაშიც იყვნენ საქართველოს სხვადასხვა სამთავრობო უწყების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მსოფლიო ბანკის წარმომადგენლები. მათ დახმარებას უწევდა საერთაშორისო საგზაო უსაფრთხოების სპეციალისტი ჯინ ბრისი.

გრძელვადიანი სტრატეგია საგზაო უსაფრთხოებას განსაზღვრავს, როგორც მუდმივ ეროვნულ პრიორიტეტს. დოკუმენტის ფარგლებში დასახულია საგზაო უსაფრთხოების ახალი სამომავლო მიმართულებები და ერთობლივი პასუხისმგებლობები უკეთესი შედეგების მისაღწევად. საქართველოს საგზაო უსაფრთხოების გრძელვადიანი ეროვნული სტრატეგია მიზნად ისახავს საქართველოში საგზაო უსაფრთხოების თანამედროვე და ეფექტიანი მოდელის ეტაპობრივად დანერგვას და განხორციელებას.

banner
წინა სტატიაშიეკა გიგაური: დღევანდელი საარჩევნო სისტემა არის უსამართლო
შემდეგი სტატია„კახა კალაძე ფეხბურთელია თავისი პირველი მთავრი პროფესიით, ასე ვთქვათ, ახლა გახდა მინისტრი”