საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრად-ირაკლი ღარიბაშვილი

თინა ხიდაშელი ევროპის მასშტაბით, ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი , – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, კოალიცია “ქართულ ოცნებასთან” კონსულტაციების შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება თავდაცვის მინისტრის პოსტზე თინა ხიდაშელის წარდგენის შესახებ.
“თინა ხიდაშელს, ყველა კარგად იცნობს, იგი გახლავთ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, დღეიდან ის ევროპის მასშტაბით ნიდერლანდების, ნორვეგიის, შვედეთის და ალბანეთის შემდეგ იქნება მეხუთე, ხოლო საქართველოში პირველი ქალი თავდაცვის მინისტრი. თინა ხიდაშელის გამოცდილებას ყველა კარგად იცნობთ, იგი მთელი ცხოვრების მანძილზე არის საჯარო პოლიტიკაში, ნამუშევარი აქვს ჯარისკაცთა უფლებების დაცვის მიმართულებით, ასევე უნდა აღინოშნოს მისი საქმიანობა საქართველოს ევროატლანტიკური კურსის მიმართულებით, რასაც დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერად გააგრძელებს”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიაშშ უკრაინის შეიარაღებას 200 მლნ. დოლარს გამოუყოფს
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი: ერთი კვირის ვადით გადავდებ იმ ხელმოწერას, რომელიც უნდა დამესვა მთავრობის სიაზე