საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა

საქართველოში ვიზების აღების ელექტრონული სისტემა დაინერგა. საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ელექტრონული ვიზის ახალი ვებ-სისტემის პრეზენტაცია დღეს სასტუმრო “რედისონში” გაიმართება.
ვიზის აღების ახალი სისტემის მეშვეობით, ქვეყანაში ტურისტული და საქმიანი მიზნით მომავალ უცხოელებს შესაძლებლობა მიეცემათ საზღვარგარეთ საქართველოს საკონსულო დაწესებულებებში გამოცხადების გარეშე მიიღონ ელექტრონული ვიზა.
სავიზო განაცხადის შევსება ინტერნეტ კავშირის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელი გახდება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ელექტრონული ვიზის სერვისი აქტიურად გამოიყენება და დანერგილია ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, ავსტრალია, ვიეტნამი სინგაპური, მეზობელი აზერბაიჯანი, მეზობელი სომხეთი, ბაჰრეინის სამეფო, კამბოჯის სამეფო.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ის თავდაცვის მდივნობის კანდიდატი საქართველოს დახმარებას ჰპირდება
შემდეგი სტატიადავით ნარმანიამ მადრიდში უსაფრთხოებისა და საგანგებო სიტუაციების ცენტრი დაათვალიერა