,,საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინება მხოლოდ ჩვენს გვამებზე გადაბიჯებით მოხდება,,

ნაციონალისტი ბექა ცხადაძე, რომელმაც თავი ,,LGBT,,- პირების მიმართ კონტრ-აქციების ორგანიზატორობით დაამახსოვრა საზოგადოებას, ,,თაიმერთან,, საუბარში აცხადებს, რომ საქართველოში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონება მხოლოდ მისი და მისი თანამოაზრეების გვამებზე გადაბიჯებით მოხდება…

,,აშშ-ში ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებით აღფრთოვანებულ ჯორჯლანდიელ ბიომასებს მინდა გავაგებინო, რომ საქართველოში იგივეს გაკეთება – მხოლოდ ჩვენს ცხედრებზე გადაბიჯებით მოხერხდება,, აცხადებს ბექა ცხადაძე, რომელიც ასევე აღნიშნავს, რომ თუ ასეთი საშიშროება დადგება და ხელისუფლება ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას დააპირებს, ის და მისი თანამოაზრეები ყველა დაშვებული და დაუშვებელი მეთოდებით აღკვეთენ ამას.

ცხადაძის განცხადებით, ის თანამოაზრეებთან ერთად მოკლე ხანში ნაციონალისტური იდეოლოგიის მქონე არასამთავრობო ორგანიზაციის დაფუძნებას აპირებს, რომელიც მისი განცხადებით,  ,,ყველა ანტიქართულ გამოვლინებას შეეწინააღმდეგება,,

 

 

banner
წინა სტატიაში“ქართული საზოგადოება არ უნდა “შეურიგდეს ცოდვას” და არ უნდა მოახდინოს მისი ლეგალიზება”– ჯუმბერ კირვალიძე
შემდეგი სტატიალეგენდარულ ქართველ მომღერალს ეთერ კაკულიას 30 ივნისს დაკრძალავენ