საქართველოში ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა განცხადებას ავრცელებს

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ედგარს რინკევიჩსმა

ბიბისი: ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები ნახევარი წლით გააგრძელასაქართველოში ევროკავშირის ადგილობრივი წარმომადგენლობა ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონში – აფხაზეთში ელჩის დასახელებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
“საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას: “ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, აღიარებულს საერთაშორისო სამართლითა და უშიშროების საბჭოს შესაბამისი რეზოლუციებით, გაეროს წესდებისა და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ჰელსინკის კონფერენციის დასკვნითი აქტის შესაბამისად. ჩვენი აზრით, სეპარატისტული რეგიონების ნებისმიერი აღიარება საზიანოა სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოებისათვის და არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს, მათ შორის 2008 წლის გაეროს
უშიშროების საბჭოს 1808-ე რეზოლუციას. აღიარება ასევე საფრთხეს უქმნის კონფლიქტების მოგვარების მიმართულებით მიმდინარე საერთაშორისო ძალისხმევებს, კერძოდ, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებს, რომლებშიც ევროკავშირი წამყვან როლს ასრულებს, როგორც მოლაპარაკებების თანათავმჯდომარე გაეროსა და “ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასთან” ერთად. აქედან გამომდინარე, ჩვენ გვინდა გამოვხატოთ ძლიერი სინანული ვენესუელას მიერ საქართველოს სეპარატისტული რეგიონში – აფხაზეთში ელჩის დასახელებასა და ვენესუელასა და ხსენებულ რეგიონს შორის უვიზო რეჟიმის შემოღების განხილვასთან დაკავშირებით”, – აღნიშნულია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიევროკავშირმა უკრაინას ურჩია ემოციებზე აღარ ითამაშოს
შემდეგი სტატიაგოგონები, რომელთაც გარდატეხის ასაკში პენისი ეზრდებათ