საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი სააკაშვილმა ბაქოში გააკეთა

რიგგარეშე არჩევნების დანიშვნის აუცილებლობაზე საუბრობს საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. საქართველოში არსებულ პოლიტიკურ ვითარებაზე კომენტარი სააკაშვილმა ბაქოში გააკეთა. მისი თქმით, განახლებული „ნაციონალური მოძრაობა“ კონკურენტული იქნება. ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებაში ისეთი ძალა უნდა მოვიდეს, რომელსაც ფართო წარმომადგენლობა ექნება. სააკაშილის თქმით, ქვეყანა ორიენტირებული უნდა იყოს მომავალზე და არა წარსულზე.

„ამ ქვეყანაში ამდენი წლის განმავლობაში სიმწრით ვაგროვეთ ჩვენი საერთშორისო რეპუტაცია, ჩვენი საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენი სახელი, ავტრორიტეტი და რისთვის? იმისათვის, რომ ერთი ტლუ, გაუნათლებელი, ბნელი ოლიგარქი მოსულიყო და ყველაფერი ეს ქარს გაეტანებინა, იმისათვის, რომ თავისი პირადი ხუშტურები ეკმაყოფილებინა.

სახელის გატეხას თავის გატეხა სჯობიაო. ჩვენ ეხლა თავიც გავიტეხეც და სახელიც. არ ვიცი, როგორ უნდა დავაბრუნოთ, მაგრამ მე ვფიქრობ მოვახერხებთ დაბრუნებას. ოლიგარქის მმართველობის შეცვლაა გამოსვალი და ოლიგარქის მმართველობის შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ რიგგარეშე არჩევნების გზით – განაცხადა სააკაშვილმა.

მან აღნიშნა, რომ განახლებული და ახალი ენერგიით სასვე ნაციონალური მოძრაობა მზადაა ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს.

„რიგგარეშე არჩევნების შედეგად, საქართველოში უნდა მოვიდეს მთავრობა, რომელიც იქნება ფართო წარმომადგენლობით, რომელიც იქნება ფარტო პოლიტიკური ინტერესების მქონე სპექტრის წარმომადგენელი. მე დარწმუნებული ვარ, რომ განახლებული, ახალი ენერგიით აღსავსე „ნაციონალური მოძრაობა“, მზად არის ნებისმიერ გამოწვევას გაუმკლავდეს, მაგრამ რა თქმა უნდა გამოწვევები არის ახალი. ყველა შემდგომი ხელისუფელბა საქართველოში დაიწყებს არა ნულიდან, როგორც ჩვენ დავიწყეთ 2003 -ში, არამედ დაიწყებს მინუსებიდან. იმიტომ, რომ უკვე აშენებული ინსტიტუტები, როდესაც დისკრიდიტირებულია, იმის ხელახლა აგება ბევრად უფრო ძნელია და ნულიდან აშენებ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძის პირველი კომეტარი
შემდეგი სტატიაირაკლი ღლონტი,კახა კუკავა და ბეჟან გუნავა დააკავეს