“საქართველოში არეულობა იგეგმება, არ მგონია, გომელაური ამას გაუმკლავდეს,” – ნინო ბურჯანაძე

პარტია “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ საქართველოში არეულობაა მოსალოდნელი. ბურჯანაძის განცხადებით, აქციები თბილისში უკრაინის მაგალითზე იქნება დამყარებული.

კითხვაზე, თუ ვინ გეგმავს ქვეყანაში არეულობას, დღეს ბურჯანაძეს არ უპასუხია.

დღესვე “დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს” ლიდერმა შს ახალ მინისტრზე ილაპარაკა.

“ის კარგი პიროვნებაა, თუმცა არ ვიცი, როგორ გაართმევს თავს ნაკისრ ვალდებულებებს. ვეჭვობ, რომ ის გაუმკლავდეს უახლოეს თვეებში დაგეგმილ არეულობებს,” – აცხადებს ბურჯანაძე.

 

banner
წინა სტატიაშირა ქონების მფლობელია ვახტანგ გომელაური?
შემდეგი სტატიაგიორგი ქადაგიძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს