საქართველოს 2015 წლის ჩემპიონები ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით მაქსიმ რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა არიან

საქართველოს სპორტული ცეკვების ეროვნულმა ფედერაციამ XX ტრადიციულ მსოფლიო ღია რეიტინგულ შეჯიბრს – „კავკასიის თასი 2015“ უმასპინძლა, რომლის ფარგლებში 3 დღის განმავლობაში 7 ლიცენზირებული, საერთაშორისო შეჯიბრი ჩატარდა, მათ შორის ორი ევროპული და ლათინო–ამერიკული ცეკვების პროგრამით – WDSF World Open Latin და WDSF Open Standard.
როგორც ფედერაციის ვიცე პრეზიდენტმა ივანე კანდელაკმა განაცხადა, შეჯიბრებების ფარგლებში ჩატარდა საქართველოს 2015 წლის ეროვნული ჩემპიონატი ყველა ასაკობრივ კატეგორიაში.
”საქართველოს 2015 წლის ჩემპიონები ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით გახდნენ – მაქსიმ რიჟიკოვი და სალომე ჭაჭუა, ხოლო ევროპული ცეკვების პროგრამით კი, ოთარ ფოლადაშვილი და ჯულიანა ბარგ-ნარი. ახალგაზრდების ქვეჯგუფში კი ლათინო-ამერიკული ცეკვების პროგრამით საქართევლოს ჩემპიონები გახდნენ ავთანდილ შონია და ელენე დავითაია. აღსანიშნავია, რომ ეს წყვილები წარდაგენენ საქართველოს მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებზე”,- განაცხადა კანდელაკმა.
შეჯიბრებებს 3 დღის განმავლობაში ემსახურებოდა მსაჯთა ბრიგადა 45 წევრის შემადგენლობით. მათ შორის, 20 საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი – 15 ქვეყნიდან, ხოლო შეჯიბრებებში მონაწილეობა მიიღო 1500-ზე მეტმა ათლეტმა და 200–ზე მეტმა წყვილმა.

banner
წინა სტატიაშისახალხო დამცველის თქმით, სამართალდამცავები მის რეკომენდაციებს არ ითვალისწინებენ
შემდეგი სტატიათბილისობაზე, თბილისში ალა პუგაჩოვა კონცერტს გამართავს