საქართველოს ხვალ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ეწვევა

საქართველოს ხვალ ლიტვის საგარეო საქმეთა მინისტრი ლინას ლინკევიჩიუსი ეწვევა. როგორც “თაიმერს” საქართველოში ლიტვის რესპუბლიკის საელჩოდან აცნობეს, ლინას ლინკევიჩიუსი 7-8 სექტემბერს მონაწილეობას მიიღებს თბილისში დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში, რომლის დროსაც მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური სიტუაცია განიხილება.
კონფერენცია “ევროპის ახალი გეოპოლიტიკური ლანდშაფტი: უსაფრთხოება, ეკონომიკური შესაძლებლობები, თავისუფლება და ადამიანური ღირსება ფრონტის ხაზზე არსებულ სახელმწიფოებში” უმასპინძლებს პოლიტიკურ ლიდერებს, ექსპერტებს, აკადემიკოსებს, როგორც საქართველოდან, ასევე ევროპიდან და ამერიკიდან.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ორმხრივი შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან და საგარეო საქმეთა მინისტრთან. ორმხრივი შეხვედრების დროს მხარეები ორმხრივ ურთიერთობებსა და საქართველოს ევროკავშირსა და ნატო-ში ინტეგრაციის საკითხებს განიხილავენ. ვიზიტის ფარგლებში მინისტრი ასევე ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას, სადაც გაეცნობა საოკუპაციო ხაზზე არსებულ ვითარებას.

banner
წინა სტატიაში,,როცა ძაღლი ალიკაპის გარეშეა და იკბინება,, – კოლომოისკი სააკაშვილზე…
შემდეგი სტატიადაშავებულმა სამხედრო მოსამსახურეებმა „ყაზბეგის მარათონში“ მიიღეს მონაწილეობა