საქართველოს ჩემპიონი საერთაშორისო სკანდალში ეხვევა

effc491ab0c03c4e0886eaf85d_4ee80578საქართველოს 2013-2014 წლების ჩემპიონს ჭადრაკში გაიოზ ნიგალიძეს, დუბაის საერთაშორისო ტურნირში სომეხ გროსმეისტერთან ტიგრან პეტროსიანთან მატჩის დროს, სმარტფონში ჩაწერილი საჭადრაკო პროგრამით სარგებლობის გამო დისკვალიფიცია მისცეს….

ტურნირის მთავარი არბირტრის მახდი აბდულ რახიმის განმარტებით, ის პეტროსიანის მიერ ადრევე იქნა გაფრთხილებული, რომ ნიგალიძე გადამწყვეტი სვლების დროს ტუალეტში წასვლას იმიზეზებდა და სმარტფონის პროგრამით სარგებლობდა…,,პეტროსიანთან მატჩის დროსაც მან ტუალეტში წასვლა ითხოვა… რა დროსაც ტუალეტის შეღებული კარიდან ის ტელეფონში გახსნილი საჭადრაკო პროგრამით დავაფიქსირეთ,, აცხადებს მთავარი მსაჯი.

მთავარი არბიტრი დისკვალიფიცირებულ მოჭადრაკეზე სრული ინფორმაციის გაგზავნას ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში გაგზავნას აპირებს, სადაც ნიგალიძეს მინიმუმ 3 წლიანი დისკვალიფიკაცია ელოდება…

საქართველოს ჩემპიონი გაიოზ ნიგალიძე, კატეგორიულად  უარყოფს ელექტრონული მოწყობილობით სარგებლობის ფაქტს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშიკოტე თოლორდავას გარდაცვალების მიზეზი სავარაუდოდ, დღეს გაირკვევა
შემდეგი სტატიათეა წულუკიანის თქმით, ყველა ქვეყნისთვის შთამბეჭდავია საქართველოს ნარკოპოლიტიკა