საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღო

საქართველოს შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ, გია ლორთქიფანიძემ უკრაინის მოქალაქეობა მიიღოუკრაინის პრეზიდენტმა, პეტრო პოროშენკომ საქართვლოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილ მოადგილეს, გიორგი ლორთქიფანიძეს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა. შესაბამისი ბრძანება პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
“უკრაინის კონსტიტუციის 106-ე მუხლის 26-ე პუნქტის და უკრაინის მოქალაქეობის შესახებ კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, მოქალაქეობა მიენიჭა საქართველოს მოქალაქეს, 1968 წელს დაბადებულ გიორგი ლორთქიფანიძეს, რომელიც ცხოვრობს კიევში”, – ნათქვამია პრეზიდენტის ბრძანებაში.
რამდენიმე დღის წინ ოდესის გუბერნატორმა, მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ იგი ოლქის შინაგან საქმეთა მთავარი სამმართველოს უფროსად გიორგი ლორთქიფანიძეს ნიშნავს.
გია ლორთქიფანიძე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის პოსტს სწორედ სააკაშვილის პრეზიდენტობის პერიოდში იკავებდა.

banner
წინა სტატიაში,,მთის სამინისტრო კი არა, ხიდებისა და გვირაბების შექმენით,,
შემდეგი სტატია„ქართული ოცნების“ დელეგაცია ბუდაპეშტში ევროპის სოციალისტური პარტიის მე-10 ყრილობას დაესწრება