საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებმა იტალიასთან გასვლაზე წააგო…

გულნარა გაბელია
გულნარა გაბელია

ევროპის 2017 წლის ქალთა საფეხბურთო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის პირველ მატჩში, საქართველოს ქალთა ნაკრების  მეტოქე  ქვეჯგუფში იტალიის ეროვნული ნაკრები იყო…
თამაშში, რომელიც დღეს გაიმართა და ახლახანს დასრულდა, ქართველი ფეხბურთელების აქტიურობით დაიწყო, რაც თამაშის მესამე წუთზე, ნაკრებში ახლახან დაბრუნებული ფორვარდის, გულნარა გაბელიას გოლით დასრულდა… ამის შემდეგ თამაში ფაქტიურად ცალ კარში მიმდინარეობდა და იტალიელებმა ქართველებს 13,23 და 42-ე წუთებზე ჩერნოიას, ჯიულინოს და მანიერის მიერ გატანილი გოლებით უპასუხეს… და პირველი ტაიმიც 3:1 მოიგეს.
მეორე ტაიმშიც იტალიელებმა, რომლებიც კლასით აშკარად მაღლა იდგნენ ვიდრე ჩვენი ნაკრები, შეტევები არ შეანელეს, რაც 58,79 და 83 წუთებზე საბატინისა და გირელის ორ გოლში გამოიხატა… თამაში იტალიელთა გამარჯვებით 6:1 დამთავრდა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ქალთა ნაკრები ქვეჯგუფში მეორე მატჩს 22 სექტემბერს, თბილისში მიხეილ მესხის სტადიონზე ჩეხეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.

www.timer.ge

banner
წინა სტატიაშისასამართლომ დავით კეზერაშვილი გაამართლა, გიგი უგულავას მიმართ კი გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა
შემდეგი სტატიაგიგი უგულავა: მივდივარ სამეცნიერო მივლინებაში