საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი – მიწისქვეშა ქალაქი!

IMG_1089აქ რომ მოხვდეთ ქვემოთ, მიწაში, 16-დან 30 მეტრამდე თავდაღმართზე 1200 მეტრი უნდა იაროთ!…აქ შემთხვევით ვერ მოხვდებით, აქ შესასვლელი თვალთაგან უხილავია! ეს არის “ზემოთა” ქალაქის “ქვემოთა ქალაქი”, სადაც ზამთარ-ზაფხულ ცივა, თუმცა ჰაერი ყოველთვის საკმარისია და არც სიბნელე შეგაწუხებთ. აქ გვირაბებია, შახტი, რკინიგზა და ვაგონები, შუქნიშნები, გვირაბის ბოლოს სინათლეს აუცილებლად დაინახავთ, აუცილებლად! თუ რათქმა უნდა სამთოელის პროფესიას მხოლოდ დიპლომისთვის არ დაეუფლებით.
ისტორიიდან: ნიკო ნიკოლაძის მამას, პირველ ქართველ ბიზნესმენს იაკობ ნიკოლაძეს ჰქონდა ინვესტიციები ჩადებული ჭიათურის მაღაროებში. 70-იანი წლებიდან, მამის გარდაცვალების შემდეგ ნიკო საფუძვლიანად შეუდგა ამ წიაღისეულის მარაგის მოძიებას, დაზუსტებასა და ევროპელი ბიზნესმენების დაინტერესებას ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეებით. ჩვენთან არ იყვნენ არც მოპოვების, არც დამუშავებისა და არც ქვეყნის ინტერესებისთვის ამ სიმდიდრის გამოყენების მცოდნე ხალხი. საჭირო იყო ევროპელი სპეციალისტების – ტექნიკოსების, ინჟინრების დაინტერესება და მოზიდვა ქართული საქმის საკეთებლად. ამ წლებში შვეიცარიაში უმაღლესი განათლების მისაღებად ნიკოსა და სხვა ქართველი მოღვაწეების ინიციატივითა და დახმარებით წასულ ქართველ ქალთა შორის მყოფ თავის საცოლე ოლგა გურამიშვილს ნიკო წერდა იმის შესახებ, რომ მან ფეხდაფეხ შემოიარა ჭიათურისა და ტყიბულის მთები და გაიგო, დააზუსტა, საკუთარი თვალით მოიხილა ის ადგილები, სადაც მადნეულის მარაგი ეგულვოდა, მერე ევროპის ქვეყნებში დაიწყო ამ საქმით დაინტერესებული ბიზნესმენების, ინჟინრების ძებნა და ა. შ. ამავე პერიოდში იგი სააქციო საზოგადოება “ნახშირი”-ს ჩამოყალიბებას ცდილობდა ტყიბულის ქვანახშირის ბაზაზე, რაც 1889 წლის მაისში განხორციელდა. ნიკომ მთელი სცოცხლე შეალია (სხვა დიდ საქმეებთან ერთად მის ნორმალურ ფუნქციონირებას. პარალელურად მას უყურადღებოდ არ დაუტოვებია ჭიათურის შავი ქვის მოპოვება, ტრანპორტირება, გადამუშავება, ექპორტირების საქმეც. რორც ცნობილია, ჭიათურის შავი ქვის აღმოჩენაც და მრეწველობის დასაწყისი აკაკის სახელს უკავშირდება. თავად აკაკი იგონებდა: “გავითვალისწინე, თუ რა სარგებლობას მოუტანდა ქვეყანას ამის წარმოება-მრეწველობა და კვლავაც შევუდექი საქმეს, მაგრამ რომ არ მეგონა, ესეთი დაბრკოლებები დამხვდნენ. არა თუ არავინ დამეხმარა და თანაგრძნობა Aრვინ გამომიცხადა, ყიჟინა დამსცეს, გადარეულა და რაღაცეებს ბოდავსო, თორემ მარმარილოდან რომ დიდი სახეირო არა გამოდის რა, რაღაც ეშმაკის შავი ქვიდან რა უნდა გამოვიდესო”.

11103068_901898949856623_4821370731977911893_o
გვესაუბრება ირაკლი გუჯაბიძე, პროფესორი, სამთო-ტექნოლოგიების დეპარტამენტის ხელმძღვანელი:
_ ნებისმიერი სასარგებლო წიაღისეულის ნებისმიერი მეთოდით მოპოვების სფეროში მხოლოდ ჩვენ ვამზადებთ სპეციალისტებს. ჭიათურაში, მარნეულში და სხვაგან ჩვენი სპეციალისტები მუშაობენ. გარდა ამისამ, ჩვენი სპეციალისტები სსრკ-ს ანალოგიურ ობიექტებზე ყოველთვის მოთხოვნადი იყო.აქტიკებზე სტუდენტობის დროს როცა დავდიოდით ყველა დიდი, მსხვილი სახტის დირექტორი ან მთავარი ინჟინერი, ყოველთვის იყო ქართველი.
_ მხოლოდ შახტებია ამ სპეციალობის სფერო?
_ არა, აქ არის მიწისქვეშა ნაგებობები, გვირაბები, რომლებიც სხვადასხვა ტექნოლოგიებითაა აშენებული. ამდენად, მიწისქვეშა მშენებლობები ჩვენს პრეროგატივაში შედის. ჩვენი მიწისქვეშა მსენებლები მთელს მსოფლიოში არიან ცნობილები, ჩვენთან გაზრდილები მუშაობენ მოსკოვში, სანკტ-პეტერბურგში და სხვა დიდ ქალაქებში წამყვან თანამდებობებზე. ერთი ისტორია მინდა გავიხსენო: მე სტუდენტი ვიყავი 1970-75 წლებში, სწავლის პერიოდში პრაქტიკა გავიარე უკრაინაში. პირველად რომ ჩავედი შახტაში, ჩვენ ისე ვმუშაობდით როგორც მუშები მუშაობდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი ფიზიკურად ჩვენზე ძლიერები იყვნენ. უკრაინაში საკმაოდ ღრმა შახტებია (ჩვენთან უფრო ღრმაა), 700-800 მეტრის სიღრმეში ტემპერატურა 35 გრადუსამდეა, პატარა მუშაობის შემდეგ გვეძინებოდა ხოლმე. გვეჩხუბებოდნენ მეშახტეები, არ დაიძინოთ თორემ ვირთხებია აქ და ისე მოგაჭამენ ყურს ვერც გაიგებთო.
_ ეს არის თქვენი პირველი შთაბეჭდილება.
_ დიახ, ძალიან შეშინებულები ვიყავით, მაგრამ მერე მივეჩვიეთ.
_ ბევრი სტუდენტი გყავთ?
_ სტუდენტების რაოდენობამ სამწუხაროდ მოიკლო. ადრე დიდი მოთხოვნა იყო, მაგრამ ბოლო პერიოდში აბიტურიენტთა უმეტესობას ჰუმანიტარული დარგები აინტერესებს. მეორე მიზეზი ისიცაა, რომ გაჩერებული იყო შახტები, არ მუშაობდა ტყიბული, ჭიათურას სერიოზული ჩავარდნა ქონდა. დღეს უკვე სხვა სიტუაციაა, მშენებლობები მიმდინარეობს, ამუშავდა კარიერები, სახტები, ამიტომ მოთხოვნა ასე თუ ისე გაიზარდა, თუმცა სხვა საინჟინრო დარგებთან შედარებით რთულადაა საქმე. ცოტა ხნის წინ, ძალიან ბევრი საინჟინრო დარგის დაფინანსება დაიწყო სახელმწიფომ, ჩვენ ეს ჯერ არ შეგვხებია, როგორც ვიცი დგას საკიტხი ჩვენი ფაკულტეტიც შეიყვანონ დასაფინანსებელთა შორის. დღეს ჩვენს ფაკულტეტზე სწავლობს 900-მადე სტუდენტი. სტუდენტები ჯერ ჩვენს შახტაში გადიან პრაქტიკას, შემდეგ კი ტყიბულში.
_ მგონი არაა ეს ცოტა.
_ არა, არაა.
_ ბევრი სტუდენტი გადადის ფაკულტეტიდან სხვა ფაკულტეტზე?
_ ზოგი გადადის, გადმოდიან კიდეც. ჩვენ გვაქვს ძალიან მოთხოვნადი სპეციალობები, რომლითაც საზღვარგარეთ მცხოვრები აბიტურიენტები არიან დაინტერესებული, ეს ეხება ნავთობის მოპოვების და ნავთობთან დაკავშირებულ საკითხებს. თუ დაფინანსებაში მოვხვდებით, რათქმა უნდა კონკურენცია გაიზრდება.

IMG_1085 (1)
_ ჩვენ ვიყავით მიწისქვეშა ქალაქში.
_ ეს ქალაქი აშენდა პროფესორ დემეტრაძის ხელმძღვანელობით, მასთან ერთად მუშაობდა პროფესორ-მასწავლებლების ჯგუფი – არჩილ ძიძიგური, ელიზბარ ცისკარიშვილი და ა.შ. უფრო ადრე პროფესორ თევზაძეს ჰქონდა იდეა ლაბორატორიის აშენებისა, თუმცა ეს მაშინ ვერ მოახერხეს. საბოლოოდ ლაბორატორია 1986 წელს დაიწყო და 1991 წელს დასრულდა. მხოლოდ აშენება საკმარისი არ იყო, აქ არის ტექნიკა… აქ არის “საკლასო ოთახი”, ჩემი ტაობის სასკოლო მერხებით, სადაც განსხვავებით გვირაბისაგან, მუდამ სითბოა
_ ერთადერთი იმიტორებული რაც ვნახე ნახშირია.
_ დიახ და ისიც ნახშირის თანმდევი ქალია და ძალიან ჰგავს ნახშირს. შახტში ყველა მანქანა, ყველა მექანიზმი მუშაობს. აქ რეალურად ხდება პრაქტიკის გავლა.
_ მიწისზედა ქალაქიდან როგორ გავარკვიო მიწისქვედა ქალაქის რა ტერიტორიაზე ვდგევარ?
_ გვირაბი იწყება ტექნიკური უნივერსიტეტის მესამე კორპუსთან და სანაპიროზე გადის, ადმინისტრაციული კორპუსის გავლით. მინდა გითხრათ, რომ ერთხელაც არ მომხდარა რაიმე ინციდენტი, ანუ გვირაბი უსაფრთხოა, აქვს ვინტილაცია, აქ არის ყველა ტექნიკა რაც საჭიროა მუშაობისთვის.
_ გვირაბში არის ტექნიკა, რომლის მსგავსები 90-იან წლებში ჯართად გაყიდეს. როგორ გადარჩა ეს ტექნიკა?
_ იმ ქარტეხილებში ორჯერ გაგვძარცვეს და თითქმის მთლიანად წაიღეს ელექტროსადენები. ტექნიკა რთული გასატანია და ამიტომ ვერ წაიღეს, ტექნიკის დემონტაჟი მხოლოდ სპეციალისტს შეუძლია. როგორ მოხვდნენ გვირაბში? სანაპიროზე გასასვლელი იმ პერიოდში არ იყო დაცული და ამით ისარგებლეს. სამწუხაროდ არავინ დაუკავებიათ. პირველად რომ გაგვქურდეს, ჩვენით აღვადგინეთ, მაგრამ ესეც გაიტანეს მძარცველებმა, მოგვიანებით ეს გასასვლელი ჩავრაზეთ, სიგნალიზაცია დავაყენეთ, ახლა თუ ააფეთქებენ თორემ სხვაგვარად აქ ვერავინ შემოვა. ცოტა ხნის წინ რექტორის არჩილ ფრანგიშვილის ინიციატივით დაინტერესდნენ შახტა-ლაბორატორიით და უკვე ვიცით, რომ მზადდება დიდი პროექტი ლაბორატორიის სრული რეაბილიტაციისათვის.
_ გასაგებია რომ ყოფილ სსრკ-ს მასშტაბით ბევრი წამყვანი თანამდებობა უკავიათ ქართველ ინჟინრებს, ევროპულ და ამერიკულ ქვეყნებშიცაა მოთხოვნა?
_ მიწისქვესა სამუშაოებში ქართველები ერთ-ერთი უძლიერესები ვართ – უფლისციხე, ვარძია, შიომღვიმე, დავით გარეჯი, რომელი ერთი გავიხსენო? თამამად სემიძლია გითხრათ რომ დღეს ქართველი ამ დარგის ინჟინრები საუკეთესოები ვართ და ძალიან ბევრ ქვეყანაში წამყვან თანამდებობებს ამიტომ იკავებენ ქართველები, მინდა გითხრათ რომ ბევრი ჩვენი მეცნიერი კითხულობს საზღვარგარეთ ლექციებს. ამერიკაში გეოლოგიური, სამთო პირობები იმდენად კარგია (თანაბრად ჩაწოლილი თხელი ფენები, სამთო დარტყმების არავითარი პრობლემა და ასე შემდეგ) რომ ინჟინრებს არ უჭირთ მუშაობა, იქ საკითხი მხოლოდ ტექნიკაზე დგას. ჩვენთან რთულია მუშაობა, ღრმაა და რადგან ღრმაა დატვირთვა აქვს დიდი, სქელი ფენებია, ადვილად ირღვევა, ხშირია სამთო დარტყმები, ამიტომ ანალოგი ამერიკასთან ცოტა გვაქვს. ანალოგიური სახტები არის პოლონეთში, უკრაინაში, ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. სადაც ანალოგიური პირობებია, ყველგან გვიცნობენ და გვიწვევენ როგორც პროფესორებს ისე სტუდენტებს.
_ დაბოლოს, რა გინდათ უსურვოთ ფაკულტეტს, მიწისქვეშა ქალაქს?
_ მალე დასრულდეს შახტა-ლაბორატორიის რეკონსტრუქცია. იცით წინა მთავრობების დროს რამდენჯერ მივწერეთ უწყებებს ეს რომ გაეკეთებინათ? არა, არ გააკეთეს, ახლა კი უკვე ასე ვთქვათ ფაქტის წინაშე დავდექით – სახტა-ლაბორატორიაში უკეთესი პირობები გვექნება. მინდა ასევე და ვთვლი რომ ეს უმთავრესია, ფაკულტეტი ჩაჯდეს სახელმწიფო დაფინანსების პროექტში.

banner
წინა სტატიაშისახელმწიფო დეპარტამენტმა ჰილარი კლინტონის პირადი მიმოწერა გაასაჯაროვა
შემდეგი სტატიარიგის სამიტი: განუხორციელებელი ოცნებები თუ ახალი შემართება?